ავტორი:

"ქალმა რომანი გააბა უფროსთან, მათი სექსუალური კავშირი კი ქალის მეუღლემ გადაიღო" - რუსთავში ცოლ-ქმარი თაღლითობისთვის დააკავეს

"ქალმა რომანი გააბა უფროსთან, მათი სექსუალური კავშირი კი ქალის მეუღლემ გადაიღო" - რუსთავში ცოლ-ქმარი თაღლითობისთვის დააკავეს

რუსთავში დააკავეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. მათ წინასწარ შემუშავებული სქემის საშუალებით მამაკაცს თანხა გამოსძალეს.

საქმის ექსკლუზიურ დეტალებზე "ინფო რუსთავი" წერს.

მათი ინფორმაციით, ცოლ-ქმარმა გეგმა შეიმუშავა, რის შემდეგად ქალმა საკუთარ უფროსთან რომანი გააბა. როგორც სააგენტო წერს, სექსუალური ურთიერთობის დამყარების მიზნით ქალი იაღლუჯის ფერდობზე უფროსთან ერთად მისივე ავტომობილით ავიდა.

ამ დროს კი ადგილზე ქალის მეუღლე მივიდა და შიშველ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, პარტნიორთან ერთად ვიდეოზე აღბეჭდა.

არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულ ვიდეოს იყენებდა შანტაჟისთვის ცოლ-ქმარი და როგორც "ინფო რუსთავი" წერს, მათ მამაკაცს 15 000 დოლარი გამოსძალალეს.

ცნობისთვის, დაზარალებული უცხოეთის მოქალაქეა, რომელმაც მომხდარის შემდეგ პოლიციას მიმართა, რის შემდეგაც ცოლ-ქმარი მალევე დააკავეს.

ორი ადამიანის დაკავების ფაქტი AMBEBI.GE-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარ საქმესთან დაკავშირებით ძიება სამი მუხლით მიმდინარეობს, ესენი სსკ-ის 126-ე მუხლი (ძალადობა), 157-ე მუხლი (ანგარებით პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფა) და 181-ე მუხლი (გაოძალვა).

მთავარი ფოტო: ინფო რუსთავი

რა კომენტარს აკეთებს ნინო ქადაგიძე-ჟვანია შვილის დაკავებაზე?

"არის ვარაუდი და ეჭვი, რომ შეხვედრა საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე ჰქონდა" - თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი

"ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ ბუსა ეჭვიანობდა და შერიგება უნდოდა“ - რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი?