ავტორი:

"ბაჩალიაშვილმა გახსნა საიდუმლო ფაილები, საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების კომპრომატზე" - "ფორმულა"

"ბაჩალიაშვილმა გახსნა საიდუმლო ფაილები, საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების კომპრომატზე" - "ფორმულა"

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე "ფორმულა" ახალი დეტალებს ავრცელებს. მათი წყაროს ცნობით, გოგონას გაუჩინარების დღეს დილის 10:15 წუთზე, "ვოთსაპის" საშუალებით დაურეკეს და კონკრეტულ ადგილზე მისვლა სთხოვეს.

როგორც ირკვევა, ზარის ავტორს თამარი იცნობდა, რადგან იმ თემაზე, რაზეც გაუჩინარების დღეს მას შეეხმიანნენ, საუბარი ჰქონდა გასული დღეების განმავლობაშიც.

"ფორმულას" ინფორმაციით, ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალების სავარაუდო მოტივი საიდუმლო ფაილების გახსნაა.

კერძოდ, როგორც ტელეკომპანია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ბაჩალიაშვილმა, ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას (საქმე ეხება სხვა სამსახურს და არა კომპანია ZAG-ს) გახსნა საიდუმლო ფაილები, საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების, კერძოდ სამი ადამიანის კომპრომატზე. რა შინაარსის იყო ეს კომპრომატები, უცნობია.

ასევე "ფორმულას" ცნობით, გაუჩინარების დღეს, გოგონას "ვოთსაპში" გაუგზავნეს ლოკაცია, სადაც ის უნდა მისულიყო და დაინტერესებული მხარისთვის აღნიშნული საიდუმლო მაალები გადაეცა.

წყარო ტელეკომპანიას უყვება, რომ ბაჩალიაშვილს სპეციალუტად გაუგზავნეს ისეთი ლოკაცია, რომ მას თეთრიწყარომდე მარნეულის გზა გაევლო, რათა მისი გადაადგილება ჭკვიან კამერებს დაეფიქსირებინა იმისთვის, რომ გამოძიებას კვალი არეოდა.

"ბაჩალიაშვილის ცხედრის გამოჩენა არ იგეგმებოდა. ის უფრო გვიან და სხვა ადგილას უნდა ენახათ, თუმცა მას შემდეგ რაც ოჯახმა გზა გადაკეტა, ცხედარი იმ ადგილზე, მიიტანეს სადაც ის გარდაცვლილი ნახეს. ავტომობილი მთლიანად გასუფთავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აცტომობილიდან უცხო ადამიანის დნმ-ი არ ამოვა" - აცხადებენ "შაბათის ფორმულაში".

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

"შეიძლება ჩემზე "საქმეს კერავენ" - ბიჭი, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, შვედეთისთვის თავშესაფრის თხოვნას გეგმავს

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ცირკთან 2 ტრანსგენდერ ქალს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

"ბევრი წყარო იძლევა უტყუარ მტკიცებულებებს, რომ ბაჩალიაშვილი მოკლულია... ფლობდა ისეთ ინფორმაციას, რისი მსხვერპლიც გახდა" - ადვოკატი