ავტორი:

გახარია 1-ლი, კობახიძე მე-2? - "ქართული ოცნება" საარჩევნო სიის პირველ ათეულს, სავარაუდოდ, ამ კვირას წარადგენს

გახარია 1-ლი, კობახიძე მე-2? - "ქართული ოცნება" საარჩევნო სიის პირველ ათეულს, სავარაუდოდ, ამ კვირას წარადგენს

"ქართულმა ოცნებამ" უკვე წარადგინა მაჟორიტარობის კანდიდატები, თუმცა უცნობია, ვინ მოხვდებიან მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში. კულუარული ინფორმაციით, AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას შესაძლოა უკვე მიმდინარე კვირას წარუდგინოს სიის პირველი ათეული. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სიის პირველი ნომერი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იქნება, ხოლო მეორე - პარლამენტის ექს-სპიკერი ირაკლი კობახიძე. უნდა ვივარაუდოთ, რომ არჩევნებში 40%-იანი ჩამკეტის დაძლევის და მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტების შემთხვევაში. გახარია ისევ მთავრობას ჩაუდგება სათავეში, კობახიძე კი პარლამენტის თავმჯდომარეობის მთავარი კანდიდატი იქნება.

თუმცა რამდენად შეძლებს ამ 40%-იანი ჩამკეტის დაძლევას მმართველი ძალა, რთული სათქმელია - გარდა იმისა, რომ საკითხავია, აქვს თუ არა "ქართულ ოცნებას" ქვეყნის შიგნით ამხელა მხარდაჭერა, ცნობილია ისიც, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგანაც სერიოზული ზეწოლაა ხელისუფლებაზე, რომ ქვეყანაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას შეეწყოს ხელი...

ანა გიორგაძე

"ხალხი ბრძენია, ყველაფერს ხვდება... საკუთარი თვალით ხედავენ, როგორ მუშაობს "ქართული ოცნება" - ბიძინა ივანიშვილი

LIVE: ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - საარჩევნო მარათონი; ხელისუფლების პოზიცია; კორონავირუსის მეორე ტალღაა

ვინ არის ხუთი ქალი, რომელიც "ოცნების" პირველ ოცეულში მოხვდა