ავტორი:

„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში საქართველოში შიდა ტურიზმის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია დაიწყო

„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში საქართველოში შიდა ტურიზმის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია დაიწყო

„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში შიდა ტურიზმის მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. კომპანიამ კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული მცირე ბიზნესის მხარდაჭერა გადაწყვიტა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით მთელი საქართველოს მასშტაბით მცირე საოჯახო ტურისტული ობიექტების შესახებ ცნობადობის ამაღლების ფართომასშტაბიანი საინფორმაციო აქტივობა დაიწყო. როგორც ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა აცხადებს, საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას ემსახურება.

„მოხარული ვართ დავაანონსოთ ახალი აქცია- „იმოგზაურე „ვისოლთან“ ერთად“. ამ წამოწყების გარშემო „ვისოლი“ იწყებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო აქტივობას, რომელიც საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას ემსახურება. პანდემიის შემდგომ ნათელი გახდა, თუ რა ზიანი მიადგა ამ ინდუსტრიას. ჩვენი კონტრიბუქცია სწორედ არის ის, რომ ჩვენი ფინანსები მივმართოთ ამ ობიექტების მოძიებაში, მათ წარმოჩინებაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, რომელმაც მოგვცა ბაზები, რის საშუალებითაც ჩვენ ამ ორგანიზაციებს შევარჩევთ.ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ამ ტიპის მხარდაჭერას სამომავლოდაც გავაგრძელებთ და ეს არ შემოიფარგლება მარტო ზაფხულით. ჩვენ ვიპოვეთ და ვნახეთ ძალიან ბევრი უნიკალური ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროებს მეტ ვიზიტორს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ აქტივობითა და ჩვენი კონტრიბუციით ერთი მხრივ, მომხმარებლები იქნებიან კმაყოფილი, რამეთუ მათ მივცემთ საშუალებას და ზუსტ მისამართს, რომ ნახონ მართლაც განსაკუთრებულად ლამაზი ადგილები, განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მოსახურება და მეორეს მხრივ, ის ინფასტრუქტურა დაიტვირთება, რომელიც ამ პირობებში მეტ მომხმარებელსა და ვიზიტორს საჭიროებს“,- ვოსოლი.

ნუნუ კარდენახიშვილი-მარან მუზეუმ „ნუმისის“ წარმომადგენელი.

„მადლობის მეტი რა გვეთქმის, შოკირებულები ვიყავით, რადგან აწყობილი ბიზნესი ძალიან ჩაიძირა და ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმმა მიიღო. საერთოდ, დახურვის წინაშე ვიდექით და დახმარების ხელი გამოგვიწოდა „ვისოლმა“, „ინდიგომ“, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ. ძალიან ამაყი ვარ, რომ ასეთი გაჭირვების დროს ერთმანეთს ხელი ჩავკიდეთ და ყველა ერთად ვიბრძვით გადარჩენისთვის. მოგეხსენებთ, რეკლამები რა ძვირადღირებული სიამოვნებაა და უფასოდ რომ რეკლამას გიკეთებენ, ასე ფართო მასშტაბით, ეს მადლობას კი არა, ზემადლობას იმსახურებს. რეკლამის შედეგად რამდენიმე ზარი უკვე განხორციელდა და შეკვეთებიც მივიღე“,-აცხადებს ნუნუ კარდენახიშვილი.

ვახტანგ ასლანიკაშვილი - მცირე მარანი „ვახტანგ ასლანიკაშვილის მარნის“ დირექტორი „ვისოლის“ დამსახურება ძალიან დიდია. ის, რის გაკეთებასაც ისინი აპირებენ, „ბილბორდები“, ვიდეოკლიპები და ასე შემდეგ, ამას პატარა მარნის მფლობელი ვერ შეწვდება და გააკეთებს. ყველამ ვიცით, რომ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ამ ყველაფერს „ვისოლის“ ჯგუფი აკეთებს, რომელიც ჩემთან ჩამოვიდა. ეს ძალიან დიდი დახმარება იქნება ისეთი მცირე მარნების მფლობელებისთვის, როგორიც ჩემია. მაგალითად, შარშან საკმაოდ დიდი რაოდეობით ტურისტი იყო და ახლა პანდემიის გამო ტურისტების ნაკადი შეწყდა“,- აცხადებს ვახტანგ ასლანიკაშვილი.

R

5 რჩევა მათთვის, ვინც ბინის შეძენას აპირებს

Mastercard-ის შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ახალ კამპანიას იწყებს - კამპანია „სალამი ზაფხულს“, ბათუმში 1 აგვისტოს იწყება

ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო