ავტორი:

"ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ ბუსა ეჭვიანობდა და შერიგება უნდოდა“ - რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი?

"ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ ბუსა ეჭვიანობდა და შერიგება უნდოდა“ - რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი?

2 ივლისს, ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, გოგი თოფაძის შვილიშვილი მძიმედ დაჭრეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მალევე ცნობილი გახდა, რომ დაჭრაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბესარიონ (ბუსა) ჟვანია იყო, რაც შსს-ს ოფიციალური განცხადებით დადასტურდა. ცნობილი გახდა ისიც, რომ თვითონაც მსუბუქად დაჭრილი ბუსა ჟვანია დაკავებული იყო.

რა მოხდა გამთენიის 5 საათზე გოგი თოფაძის სახლში და რატომ დაჭრეს ლევანიკო თოფაძე, ამის შესახებ მედიაში არაერთი ვერსია გავრცელდა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბუსა თოფაძეების სახლში ყოფილი შეყვარებულის გამო მივიდა, რომელსაც ორი თვის წინ დაშორდა. AMBEBI.GE-სთან საუბრისას ჩვენი რესპონდენტი შემდეგს მოყვა:

- ერთმანეთი წლები უყვარდათ, გოგოს ბუსას ოჯახიც იცნობდა. ძალიან ლამაზი გოგონაა, წარმომიდგენია, ახლა რა დღეშია. ის და ლევანიკო ბავშვობის მეგობრები არიან და არ მიკვირს, რომ მათთან სტუმრად იყო, რადგან საერთო სამეგობრო წრე ჰყავთ. მიზეზი რა გახდა, არ ვიცი, მაგრამ ბუსა და ის ორი თვის წინ ერთმანეთს დაშორდნენ. ბუსა ვერ ეგუებოდა ამას და თურმე ეჭვიანობდა, ყველგან დასდევდა და ხვდებოდა. იმ ღამესაც ალბათ გაიგო, რომ ლევანიკოსთან მეგობრები შეიკრიბნენ და მისი ყოფილი შეყვარებულიც იქ იყო. ალბათ სწორედ ამიტომ მიაკითხა თოფაძეებს სახლში.

- ბუსაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- ბუსა გენიოსია, კორნელის უნივერსიტეტი დაამთავრა, იცით როგორ სწავლობდა და რა ჭკვიანია? - რაღაცნაირად აირია მისი ცხოვრება, ჰო გახსოვთ, გია ბარამიძესთანაც მოუვიდა კონფლიქტი და ფიზიკურად გაუსწორდა. ერთი რამ ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ბუსას ყოფილი შეყვარებული და ლევანიკო თოფაძე მხოლოდ ბავშვობის მეგობრები არიან და ლევანიკოს არავისთვის წაურთმევია შეყვარებული.

მომხდარზე საუბრისას, გოგი თოფაძემ განაცხადა, - კაცი, რომელმაც ჩემი შვილიშვილი დაჭრა, იქ მყოფი ქალის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილიო.

"არ ვიცი, მაგრამ რაც მითხრეს, ეს ქალბატონი და ეს ვაჟკაცი, ვინც იყო, რამდენიმე წელი იყვნენ ერთად, მერე თურმე ერთმანეთს გასცილდნენ", - განაცხადა მან.

ბოლო ინფორმაციით, ლევან თოფაძის მდგომარეობა ახლა სტაბილურად მძიმეა და ოჯახის წევრებს მისი გადარჩენის იმედი მისცეს. ბუსა ჟვანიას ბიძის, გოგლა ჟვანიას ინფორმაციით კი, მისი ძმის შვილიც დაჭრილია, ოღონდ მსუბუქად და ამ ეტაპზე საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

"შვილი მომიკლა და ახლა მემუქრება, ბავშვებს არ განახებ, თუ არ დამეხმარები, ციხიდან გამოსვლაშიო" - ხაშურში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

პროკურორის განცხადებით, გიორგი ლუბარეცს "ვილა ალგეთის“ ტერიტორიაზე ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ ჰქონდა გადამოწმებული