ავტორი:

ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის შვილის გრანდიოზული ნათლობა მცხეთაში - კადრები წვეულებიდან

ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის შვილის გრანდიოზული ნათლობა მცხეთაში - კადრები წვეულებიდან

პანდემიის პიკის გადავლის შემდეგ, ცნობილი ქართველები წვეულებების გამართვას აღარ ერიდებიან. მათ შორის არის მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ტელეწამყვან ნოე სულაბერიძის წყვილი. ნოემ და ჯანეტმა მცხეთაში, ერთ-ერთ რესტორანში გრანდიოზული წვეულება გამართეს. ამჯერად ცნობილმა წყვილმა საერთო შვილის ანნას გაქრისტიანება აღნიშნა.

წვეულებას ქართული შოუბიზნესის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ: ნინი ბადურაშვილი უმცროს დასთან ერთად, ქრისტინე იმედაძე, დათუნა მგელაძე, ანრი ჯოხაძე, ნინო ჩხეიძე, რომელმაც ცნობილი ჰიტი "არ წახვიდე, არ დამტოვო" შეასრულა.

ანნა წყვილის მეჯვარეებმა მონათლეს, ნათლიებს შორისაა, ყველასთვის ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი, ირაკლი მაქაცარია. წვეულების დასასრულს წყვილმა გრანდიოზული ტორტი გაჭრა.