ავტორი:

როგორ უნდა გაიგოთ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგი - დღეიდან ქულების გამოქვეყნება იწყება

როგორ უნდა გაიგოთ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგი - დღეიდან ქულების გამოქვეყნება იწყება

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება იწყება და პროცესი 10 აგვისტომდე გასტანს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრი, naec.ge აქვეყნებს.

ცენტრის ინფორმაციით, გამოცდის შედეგების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე online.naec.ge. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გაგზავნოს ნომერზე - 93333.

Naec.ge-ს ცნობით, დღეს, 16:00 საათიდან გამოქვეყნდება მათემატიკისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდების პირველადი შედეგები.

"არცერთს დამატებითი ოპერაცია არ სჭირდება" - კლინიკის მენეჯერი ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას მდგომარეობაზე

35 გრადუსი სიცხე და ხანმოკლე წვიმა ზოგიერთ რაიონში - როგორი ამინდი იქნება 9 აგვისტომდე საქართველოში

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს