ავტორი:

რას ამბობენ მშობიარე ქალის გარდაცვალებაზე ახლობლები და რას აცხადებენ "ჰერაში"

რას ამბობენ მშობიარე ქალის გარდაცვალებაზე ახლობლები და რას აცხადებენ "ჰერაში"

თბილისში, მშობიარობის შედეგად გარდაცვლილი 41 წლის თამუნა მინაშვილის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

AMBEBI.GE-ს კლინიკა "ჰერაში“ განუცხადეს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბოემბოლია გახდა.

"თამუნა მინაშვილს გუშინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა, რომლის დასასრულსაც განვითარდა დაბალი არტერიული წნევა და პაციენტს გაუჩერდა გული. სავარაუდო დიაგნოზი თრომბოემბოლიაა. პაციენტის ცხედარი გადასვენებულია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც მას ჩაუტარდება ექსპერტიზა", - აცხადებენ "ჰერაში“"

გარდაცვლილი თამუნა მინაშვილის მეგობარი ია ჯაფარიძე AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ ქალს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია. მისივე თქმით, ახალშობილი ტყუპი თავს კარგად გრძნობს.

"9 წელი ელოდებოდა შვილს. შემდეგ ხელოვნური გაიკეთა და რომ გაიგო ორსულად იყო, უბედნიერესი იყო. გარდაცვალების მიზეზებზე ვერაფერს ამბობენ ოჯახის წევრები. საერთოდ არ აწუხებდა გული, მთელი ფეხმძიმობაც არაფერს შეუწუხებია. ოჯახი ახლა ისეთი თავზარდაცემულია, ჯერ დეტალების გარკვევის თავი არ აქვთ. ექსპერტიზაა დანიშნული და პასუხებს ელოდებიან. ბავშვები კარგად გრძნობენ თავს, ისეთი მზრუნველი მეუღლე ჰყავს თამუნას, ბავშვებს არაფერი მოაკლდებათ, დედის სითბოს და ალერსის გარდა", - ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.

"რამდენი თამაზა დათვრება და "ბელაია" დაემართება, იმდენჯერ ასეთები უნდა ილაპარაკოს" - მირიან ნიკოლაძე ზ.ხ.-ს მამის განცხადებას პასუხობს

COVID-19 თვენახევრის ჩვილს დაუდასტურდა - ინფიცირებულია მამაც, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს თანამშრომელია

ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს