ავტორი:

"რაც თქვა გოგი თოფაძემ, - ბუსამ თვითდაზიანება მიიყენაო, აბსურდია" - ჟვანიების ოჯახის ახლობლის კომენტარი

"რაც თქვა გოგი თოფაძემ, - ბუსამ თვითდაზიანება მიიყენაო, აბსურდია" - ჟვანიების ოჯახის ახლობლის კომენტარი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟის, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. მას ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი ოფიციალურად პროკურატურამ უკვე წაუყენა. მომხდარზე ჟვანიები ოჯახის ახლობელმა kvirispalitra.ge-სთან ისაუბრა, გთავზობთ ამონარიდს სტატიიდან:

"მოვისმინეთ განცხადება, რომ თითქოს თავი დაიზიანა. ის რაც თქვა გოგი თოფაძემ, არის აბსურდი. თვითდაზიანება მიიყენაო, ამის თქმა უხერხულია. ბიჭი დაჭრილია და საავადმყოფოში წევს. ისიც ტყუილია, რომ ბუსა შეუვარდა მათ სახლში. ბუსა იმყოფებოდა თოფაძეების სახლში და იქ მოხდა კონფლიქტი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ის გოგოც იქ იმყოფებოდა, ვის გამოც მოხდა ეს კონფლიქტი, ამ ინფორმაციასაც არ ვადასტურებ. ესეც ტყუილია. ის გოგო იქ დაჭრის დროს ნამდვილად არ იმყოფებოდა, ამის თქმა ცალსახად შემიძლია. ტყუილია, რომ ბუსას გოგონა ძალის გამოყენებით მოჰყავდა, კატეგორიულად ვამბობ, რომ იქ არ ყოფილა იმ დროს ის გოგო..." იხილეთ სრულად

"ახლა რაღაც მასალები მანახეს, აქამდე სრულ ვაკუუმში ვიყავით" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"შეიძლება ჩემზე "საქმეს კერავენ" - ბიჭი, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, შვედეთისთვის თავშესაფრის თხოვნას გეგმავს

ვინ არის ანესთეზიოლოგი, რომელსაც პროკურატურამ ექიმებთან ერთად ბრალი წარუდგინა და რა განცხადებას ავრცელებს ის