ავტორი:

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მკვდარი ვარ ადამიანი" - რა თქვეს ნინო ქადაგიძემ და გოგლა ჟვანიამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მკვდარი ვარ ადამიანი" - რა თქვეს ნინო ქადაგიძემ და გოგლა ჟვანიამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ჟვანიას ვაჟს, ბუსა ჟვანიას, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატები ირმა ჭკადუა და თეონა გვაზავა იცავენ. სასამართლო პროცესზე ბრალდებულს მომხდარის დეტალებზე არ უსაუბრია, მხოლოდ თავისი ვინაობა გააცნო სასამართლოს.

"დავიბადე თბილისში, 1996 წლის 14 ოქტომბერს, ვარ უმაღლესი განათლებით, ვმუშაობ ეროვნულ ბანკში სპეციალისტად", - თქვა პროცესზე ბრალდებულმა.

სასამართლო სხდომას ბრალდებულის ბიძა, გოგლა ჟვანია, დედა, ნინო ქადაგიძე და ბუსას დები ესწრებოდნენ. დარბაზში მოსამართლემ ოჯახის სხვა ახლობლები არ დაუშვა. ამიტომ ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას ფოიეში ელოდნენ.

სხდომის დასრულების შემდეგ ნინო ჟვანიას ჟურნალისტებთან აღარ უსაუბრია. დარბაზიდან გამოსულმა, მედიის შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობდა დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, ასე უპასუხა: "რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მკვდარი ვარ ადამიანი".

კომენტარზე უარი გვითხრა გოგლა ჟვანიამაც. მას არ დაუმალავს საქმის დეტალები რომ იცის, თუმცა საუბრისგან თავი შეიკავა.

გოგლა ჟვანია:

- დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. რამეს ცვლის ამაზე საუბარი? არანაირ კომენტარს ჯერ არ გავაკეთებ, მთავარია ბიჭი გადარჩა.

- ბატონო გოგლა, გოგი თოფაძის თქმით, თქვენი ძმისშვილი იქიდან გოგოს გამოყვანას ცდილობდა, მერე ითქვა, რომ გოგო იქ იმ დროს არ ყოფილა, თქვენ რა იცით?

- გოგო იქ არ იყო. გოგი თოფაძის გამოსვლის ფსიქოლოგიური ანალიზი რომ გააკეთოთ, ეს საკმარისია ჟურნალისტებისთვის, ძალიან ბევრ წინააღმდეგობას აღმოაჩენთ, მაგრამ ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას. რა აზრი აქვს კომენტარებს, შოუ უნდა შედგეს.

- თვითონ როგორ დაიჭრა ბუსა, რა გითხრათ?

- ყველაფერი ვიცი, მაგრამ არ მიმაჩნია საჭიროდ ახლა დეტალებზე საუბარი. ჯერ ბიჭი უნდა გამოჯანმრთელდეს. მან უნდა დაიწყოს საუბარი, მერე შეიძლება აზრი მიეცეს საუბარს. დაველოდოთ ბიჭის გამოჯანმრთელებას. მთავარია კარგად მიდის გამოჯანმრთელების პროცესი, პალატაშია უკვე გადაყვანილი. იმედია, თვითონ მისცემს ჩვენებას და საინტერესოა რას იტყვის. გაირკვევა ბევრი რამ.

- გოგოს თემა განიხილება ერთ-ერთ ვერსიად. ბუსას და იმ გოგოს ურთიერთობაზე ხომ არაფერს იტყვით?

- არ ვაპირებ ახლა დეტალების განხილვას და ამაზე საუბარს.

საქმის ირგვლივ გამოძიება კი გრძელდება. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დანაშაულის ადგილიდან პოლიციას ორი დანა აქვს ამოღებული. არ არის გამორიცხული მეორე დანით იყოს დაჭრილი ბუსა ჟვანია. დანიშნულია ექსპერტიზა, რომლის შედეგად გაირკვევა, ვის ეკუთვნის აღნიშნული დანები.

ავტორი: თეა ხურცილავა

14 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ყაჩაღობა ქუთაისში - 73 წლის მამაკაცი სასტიკად, უთოთი აწამეს

ბათუმში დაჭრილი მამაკაცი იპოვეს, რომელიც დახმარებას ითხოვდა