ავტორი:

ბინები, კაფეები, ბარები, სამუშაო სივრცეები - ავლაბარში მულტიფუნქციური კომპლექსი „მოედანი“ შენდება

ბინები, კაფეები, ბარები, სამუშაო სივრცეები - ავლაბარში მულტიფუნქციური კომპლექსი „მოედანი“ შენდება

კაფეები, ბარები, მაღაზიები, დასასვენებელი, საგამოფენო, სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები - ეს პროექტი „მოედანია“, რომელიც თბილისის უძველეს უბანში - ავლაბარში ხორციელდება და სულ მალე დედაქალაქის მცხოვრებთა საყვარელი ადგილი გახდება.

ავლაბარში, რომელიც ისტორიულად, თბილისის მულტიკულტურული და ცენტრალური ნაწილი იყო, ხალხი დედაქალაქის ყველა მხრიდან იყრიდა თავს. აქ იმართებოდა სხვადასხვა კულტურული სანახაობა და თავყრილობები. დღეს, პროექტ „მოედნის“ ავტორებს სურთ, ავლაბარს ძველი დანიშნულება დაუბრუნონ.

სახელი „მოედანი“ სწორედ ძველ თბილისში მისი დანიშნულებიდან გამომდინარე შეარჩიეს. ავლაბარი ჯერ კიდევ XI-XIII ისტორიულ წყაროებში გვხვდება. თბილისის ეს უძველესი უბანი საუკუნეების განმავლობაში უდიდეს როლს თამაშობდა საზოგადოების სოციო-კულტურულ ცხოვრებაში. ის იყო თავისუფალი სივრცე ყველასთვის.

თანამედროვე „მოედანიც“ სწორედ ამ კონცეფციაზეა დაფუძნებული. ეს იქნება სივრცე თავისუფალი, საქმიანი პირებისთვის, ხელოვანებისთვის, ტურისტებისთვის და უბრალოდ მათთვის, ვისაც მეგობრებთან ერთად განტვირთვა სურს.

„მოედნის“ სამშენებლო სამუშაოები 1.4 ჰექტარ მიწის ფართობზე მიმდინარეობს. კომპლექსი 5 ბლოკისგან შედგება. მათგან 4 იქნება საცხოვრებელი, რომელთა პირველ სართულებს რესტორნები, ბარები, ბუტიკები და სხვა ობიექტები დაიკავებს, ხოლო მე-5 შენობაში 100-ნომრიანი სასტუმრო დაიწყებს ფუნქციონირებას.

ზემოთხსენებული ობიექტები განთავსებული იქნება 5 200 კვ.მ მოედნის გარშემო. მის მახლობლად მდებარეობს ღვინის აღმართი, მეტეხისა და შარდენის ქუჩები; ასევე, ნარიყალას უძველესი ციხესიმაგრე. კომპლექსი ახლოსაა ძველი თბილისის ბევრ ისტორიულ ღირსშესანიშნაობასთან. ისტორიული ღირსშესანიშნაობები ორგანულად იქნება შერწყმული გასართობ და დასასვენებელ ობიექტებთან. ტურისტები, რომლებიც დედაქალაქის ძველ ნაწილს მოინახულებენ, დასასვენებლად და განსატვირთად, აქ მოიყრიან თავს. შესაბამისად, „მოედნის“ ბინები როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ დანიშნულებასაც ატარებენ და პერსპექტივაში მომავალი მესაკუთრეთათვის საკმაოდ შემოსავლიან ინვესტიციად შეიძლება იქცნენ.

მიუხედავად ამგვარი პერსპექტივისა, დღეს, ავლაბარში მსგავსი მრავალფუნქციური ობიექტი არ არსებობს. ქალაქის ამ უძველეს უბანს ათასობით მცხოვრები ჰყავს და არც ტურისტების ნაკლებობას განიცდის, თუმცა არ ჰქონდა სივრცე, სადაც გასართობი, საქმიანი და დასასვენებელი სივრცეები იქნებოდა გაერთიანებული.

იმისათვის, რომ როგორც ადგილობრივებმა, ისე ტურისტებმა თავი ძველ თბილისში იგრძნონ, პროექტის ავტორები არც ტრადიციულ არქიტექტურას ივიწყებენ. მრავალსართულიანი შენობების ნაცვლად, აქ დედაქალაქის ძველი არქიტექტურისთვის შესაბამისი ნაგებობები აშენდება. მათი მოედანი კი ძველი თბილისური მოწყობით იქნება შთაგონებული, შესაბამისად, კომპლექსი სრულად ჩაჯდება დედაქალაქის სტილში.

მისი სტუმრებისთვის აქ ყველაფერი რამდენიმე ფეხის ნაბიჯზე იქნება ხელმისაწვდომი.

„მოედნის“ მშენებლობა 2022 წლის ზაფხულში დასრულდება, თუმცა მსურველებს ბინების შეძენა უკვე განსაკუთრებული, უპრეცედენტო პირობებით შეუძლიათ: ორი წლის განმავლობაში მათ საშუალება ექნებათ, შეავსონ უძრავი ქონების ღირებულების 20%, ხოლო 80% მხოლოდ ბინის გადაბარებისას. პროექტის ჩაბარების შემდეგ, დარჩენილი თანხის ანგარიშსწორება შესაძლებელი იქნება როგორც სრულად, ისე პარტნიორი ბანკის მეშვეობით.

R

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა

როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?

5 რჩევა მათთვის, ვინც ბინის შეძენას აპირებს