ავტორი:

"ვინ დაავალა ამის თქმა, რომ ჩანერგილი ვარ?" - რას ამბობს ბაჩალიაშვილების ადვოკატი ბიჭზე, რომელიც ამტკიცებს, რომ პროგრამისტის შეყვარებულია

"ვინ დაავალა ამის თქმა, რომ ჩანერგილი ვარ?" - რას ამბობს ბაჩალიაშვილების ადვოკატი ბიჭზე, რომელიც ამტკიცებს, რომ პროგრამისტის შეყვარებულია

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ბაჩანა ლობჟანიძის გამოჩენამ უამრავი კითხვა გააჩინა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეჭვობს, რომ ის ბაჩალიაშვილის საქმეში ხელოვნურად არის ჩართული და სინამდვილეში შესაძლოა, სპეცსამსახურების დაკვეთას ასრულებდეს. ამ ვარაუდთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, ლობჟანიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა „საღამოს ნიუსრუმს“ განუცხადა (გადაცემის სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ "პალიტრანიუსის" ეთერში, 5 აგვისტოს, 19 საათზე), რომ მისთვის ცნობილია საზოგადოების გარკვეული ნაწილის ეს განწყობა და დასძინა, რომ ასეთი ეჭვები ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებითაც არსებობს. ლობაჟანიძემ ასევე თქვა, რომ ის საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და მას პრივატულ საუბრებში სწორედ შვედეთში წასვლა ურჩიეს.

ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა AMBEBI.GE - სთან ბაჩანა ლობჟანიძის მიერ გამოთქმული ვარაუდების ფარულ მიზნებზე ისაუბრა. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, გარკვეულ პირებს სურდეთ მასსა და გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის ოჯახს შორის შუღლის გაღვივება.

"ვინ დაავალა მას ამის თქმა, რომ ჩანერგილი ვარ? ცოტა ჭკვიანურად მაინც დაავალონ, ვინც ავალებს. არ ვიცი, საერთოდ ვინ არის ეს ბიჭი და რა უნდა. ჩემს ავტორიტეტს და საქმიან რეპუტაციას უნდათ ლაქა მოსცხონ?! მიცნობს მთელი ქვეყანა და ჩემი მოსყიდვა კომუნისტების დროიდან ვერ მოახერხა ვერავინ და არც ახლა გამოუვათ. ყველაფერი გამიგია, მაგრამ ჩემი ჩანერგვა საიდან მოიტანეს? ალბათ იმას იტყოდა, რომ ოჯახის წევრები ამბობენ ჩემზე, რომ მე ვარ ჩანერგილი, რაც სიცრუეა, ცხადია. ალბათ სურთ, ჩემსა და ოჯახს შორის ჩამოაგდონ უთანხმოება და დისკრედიტაცია მოახდინონ ჩემი. გასაგებია, ეს არის, ალბათ დაკვეთა. ეგ თუ შეგზავნილია და შვედეთში ითხოვს თავშესაფარს, მე სად ვითხოვ, არ უთქვამს?“ - ამბობს მიხეილ რამიშვილი.

ადვოკატის თქმით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა არაფერი იცოდა ბაჩანა ლობჟანიძის შესახებ, რაც მისი აზრით, გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

„ოჯახმა არ იცოდა, რომ თამარს ჰყავდა შეყვარებული. მოიყვანეს და გააცნეს მშობლებს. აღმოჩნდა, რომ მალული გულის სწორი ჰყოლია თამარს. მეც გამაცნეს, როგორც კომპიუტერის კარგი მცოდნე. ამის გამო ვთხოვე, რომ წამომყოლოდა და ექსპერტიზაზე რაღაცეებში კონსულტაცია გაეწია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ იცის კარგად კომპიუტერი. მოკლედ, ძალიან საეჭვოა ეს ბიჭი თავისი საქციელებით. FBI -ის ჩართვის იდეაც არ მოწონს. არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა. ფაქტია, რომ საეჭვო პერსონაა.

შეყვარებული ადამიანი ასე არ დადის და ასე არ ყვება ამბავს. ღიმილი კი არა, დარდით კვდებიან შეყვარებული მამაკაცები. სიყვარულის დროს საერთოდ, კაცი უფრო მალე კვდება შეყვარებულის გარდაცვალების შემდეგ, ვიდრე ქალი", - აცხადებს AMBEBI.GE -სთან მიხეილ რამიშვილი.

ბარ “ბაუჰაუსის” ორ დაკარგულ თანამშრომელს მტკვარში ეძებენ

"ეს მოხდა ჩასაფრებით, წინასწარ განზრახვით" - ვინ დააკავეს კუკა სოფრომაძის მკვლელობის ბრალდებით?

გამოგონილი ქართველი ექიმის სახელით დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ბალაკი  ავარიაში მოყვა -  როგორ გამოსძალეს 233 250 დოლარი აშშ -ის მოქალაქეს