ავტორი:

თბილისში ავტომანქანა ხეს შეეჯახა - გარდაცვლილია სამი ადამიანი

თბილისში ავტომანქანა ხეს შეეჯახა - გარდაცვლილია სამი ადამიანი

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც, 3 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მხულის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

მკვლელობა ნატანებში - 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული ნახეს

რუსთავში 12 წლის მოზარდი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადავარდა

პოლიციამ თბილისში 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმა