ავტორი:

თემქის მოსახლეობა აფეთქებას გადაურჩა - რა განცხადებას ავრცელებს "თბილისი ენერჯი"

თემქის მოსახლეობა აფეთქებას გადაურჩა - რა განცხადებას ავრცელებს "თბილისი ენერჯი"

თემქის მოსახლეობა აფეთქებას გადაურჩა. ამის შესახებ "თბილისი ენერჯის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,

" რამდენიმე წუთის წინ ცხელ ხაზზე – 114, შეტყობინება შემოვიდა, რომ თემქის მე-11 მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში ძლიერი გაზის სუნი იდგა.

ადგილზე „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის მისვლის შემდეგ, ძლიერი დაგაზიანება აღმოჩნდა მთელ სადარბაზოში. გაზის სუნი ერთ-ერთი ბინიდან გამოდიოდა, რომელიც სამი დღეა, დაკეტილია, ბინაში მაცხოვრებლები კი ქალაქიდან არიან გასულები.

"აღმოჩნდა, რომ სახლიდან გასვლის წინ ბინის მეპატრონემ გაზქურის ონკანი გახსნილი დატოვა, საიდანაც გაზი ჟონავდა, თავად კი ქალაქიდან გავიდა. ამ ფაქტის გამო კორპუსში ძლიერი დაგაზიანება დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაზი ბინასა და სადარბაზოში გროვდებოდა. ეს შემთხვევა აუცილებლად გამოიწვევდა დიდ აფეთქებას, კონკრეტული მობინადრის უყურადღებობას კი ადამიანების სიცოცხლე შეეწირებოდა. აღნიშნული ბინის გაზის ქსელის შემოწმებისას ასევე აღმოჩნდა კუსტარულად დამონტაჟებული აკრძალული, მკვლელი ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი. რომელიც ქსელიდან ჩაიხსნა.

„თბილისი ენერჯი“ კატეგორიულად გაფრთხილებთ, სახლიდან გასვლის წინ გადაკეტეთ ონკანები და თქვენი უყურადღებობით ნუ შეუქმნით ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს საფრთხეს.

"თბილისი ენერჯი" მადლობას უხდის მოქალაქეს, რომელმაც ოპერატიულად დარეკა და ფაქტის შესახებ შეგვატყობინა" - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა და რამდენი პაციენტი ემსხვერპლა ვირუსს ბოლო დღე-ღამეში

რატომ ვერ ახერხებენ აცრის მსურველები ადგილების დაჯავშნას? - დაავადებათა კონტროლის ცენტრი განმატებას ავრცელებს

თბილისში 4000- მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა - რა განცხადებას ავრცელებს "თბილისის ენერჯი"