ავტორი:

"ნინიმ ავღანეთიდან ჩამოსული მამა რომ დაინახა ეგონა მელანდებაო და პირჯვარს იწერდა" - ვინ არიან მამა-შვილი, რომელთა ვიდეომ "ფეისბუქი" მოიცვა

"ნინიმ ავღანეთიდან ჩამოსული მამა რომ დაინახა ეგონა მელანდებაო და პირჯვარს იწერდა" - ვინ არიან მამა-შვილი, რომელთა ვიდეომ "ფეისბუქი" მოიცვა

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, რომელიც 9 თვის უნახავი მამა-შვილის მოულოდნელ შეხვედრას ასახავს, ფეისბუქ მომხმარებლებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ვიდეოს ავტორი ფიქრია ჯავახიშვილია, რომელმაც საკუთარი შვილისა და მეუღლის შეხვედრის ემოციური სცენა გადაიღო.

ის AMBEBI.GE -ს ვიდეოს ისტორიას უყვება:

"ჩემი მეუღლე 9 თვის განმავლობაში ავღანეთში, მისიით იმყოფებოდა. ყველას უყვარს თავისი მამა, მაგრამ ჩემს შვილს - განსაკუთრებულად. მამა-შვილს რაღაც სხვანაირი სიყვარული აქვთ. მთელი 9 თვე ძალიან გვიჭირდა ყველას, ძნელია ჯარიკაცის ოჯახითვის ეს მოლოდინი. ჩემს გოგოს კიდევ უფრო უძნელდებოდა, რადგან მესენჯერითაც ვერ ელაპარაკებოდა მამას, ეტირებოდა სულ.

ამას ჩემი მეუღლეც განიცდიდა და მოკლედ, ძალიან რთულად გადავიტანეთ ეს განშორება. ჩამოსვლის დღე რომ მოვიდა, სიურპრიზი მოვუწყვეთ შვილს. მოტყუებით ჩავიყვანეთ პარკში და უცებ მამა გამოეცხადა თამაშში ჩართულს.

ეგონა მელანდებაო, ვიდეოშიც ჩანს, როგორ იწერს პიჯვარს. ისეთ ემოციებში იყო, დიდხანს ვამშვიდებდით. ეს ერთი შვილი გვყავს. იმდენი ღამე გაუთენებია, მამა როდის ჩამოვაო, დღეებს ითვლიდა" - გვიყვება ფიქრია ჯავახიშვილი.

ადგილები შავ ზღვაზე, სადაც წყალი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული - რას ამბობს ექსპერტი და რას ურჩევს დამსვენებელს?

დუშეთში კორონავირუსი დისტრიბუტორს დაუდასტურდა, მამამისი მერიის თანამშრომელია - რას ამბობს ადგილობრივი მერი

რა მდგომარეობაშია ახალგაზრდა, რომელიც კარანტინში მეოთხე სართულიდან გადახტა