ავტორი:

როგორ ეხმაურება დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომის 12 წლისთავს

როგორ ეხმაურება დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომის 12 წლისთავს

რუსეთი ყოველთვის იცავდა და დაიცავს მოსაზღვრე სახელმწიფოების მშვიდობასა და სტაბილურობას, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რითაც ის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 12 წლისთავს გამოეხმაურა.

"დღეს 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის კრიმინალურ ქცევას უპასუხა. უპასუხა ნაძირლების მოქმედებებს, რომლებმაც სამშვიდობოების, დაუცველი მოხუცებისა და ბავშვების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცეს,“- წერს მედვედევი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".

მისი მტკიცებით, რუსეთმა აფხაზეთი და ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“ აგრესიისგან დაიცვა.

"ფაქტობრივად, ეს რუსეთისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავდა. აი, რატომ მივიღე ძალიან რთული, მაგრამ ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება - დამეცვა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აგრესიისგან, შემდეგ კი, მათი მოქალაქეების მოთხოვნის თანახმად, მათი სრული დამოუკიდებლობა მეღიარებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში სამხრეთ კავკასია გადაიქცეოდა დენთის კასრად, რაც რუსეთისთვის სრულიად მიუღებელი იყო" - წერს მედვედევი.

მისივე თქმით, რუსეთი მოსაზღვრე სახელმწიფოების მშვიდობასა და სტაბილურობას იცავდა და მომავალშიც დაიცავს.

"ჩვენი ყოველი მოქმედება და გადაწყვეტილება ამ ერთადერთი წრფელი სურვილით არის ნაკარნახევი. გარდა ამისა, ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ რუსეთი არასდროს დაუშვებს საკუთარ მოქალაქეებზე თავდასხმას, სადაც არ უნდა მოხდეს ეს. ჩვენი პასუხი ყოველთვის ადეკვატური იქნება იმისთვის, რომ დავიცვათ სტაბილურობა და უსაფრთხოება როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელს მსოფლიოში" - განაცხადა მედვედევმა.

ჯეიმს ბონდის ფორმაში გამოწყობილი პუტინი, ვაქცინით ხელში... - როგორ ეხმაურება რუსული მედია liberation-ის "შარჟს"

reuters: ჩინეთში ეკვადორიდან იმპორტირებულ  კრევეტებში მუტირებული კორონავირუსი აღმოჩნდა

ჯიუტი ექსპროკურორი და ტრამპის "რისხვა" - ვინ არის აშშ-ის პირველი აფრო-ამერიკელი ქალი სენატორი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი?