ავტორი:

დაპირისპირება ახალქალაქში - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

დაპირისპირება ახალქალაქში - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ისმოდა სროლის ხმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

"ეტყობა სოფლიდანაც ჩამოვიდნენ გამწარებული ნათესავები და დამნაშავეების ოჯახებზე შურისძიება ასე გადაწყვიტეს" - რა მოხდა 8 აგვისტოს ახალქალაქში?

"გამოძიებას მოვუწოდებ, გამოკითხოს ელისო კილაძე" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ჭიათურაში შეიარაღებულმა პირებმა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს - წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი