ავტორი:

25 ახალი ინფიცირებული და 10 განკურნებული - კორონავირუსის შემთხვევების განახლებული მონაცემები

25 ახალი ინფიცირებული და 10 განკურნებული - კორონავირუსის შემთხვევების განახლებული მონაცემები

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1250-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 10-ით გაიზარდა და 1010-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 7068 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 242.

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 25 ახალი დადასტურებული კოვიდშემთხვევიდან 1 - გაჩიანის წყაროდანაა, 16 - დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 1 - სამედიცინო პერსონალია, 5 -იმპორტირებული შემთხვევაა, 1 კი აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტია. მისივე თქმით, ერთი პაციენტის შემთხვევაში ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით კვლავ გრძელდება.

„დაგვემატა 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 1250-ია ახლა დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 10-ით გაიზარდა და გახდა 1010 გამოჯანმრთელებული შემთხვევა და პროცენტული მაჩვენებელი გამოჯანმრთელებულების 81%-ია. კოვიდ ცენტრებში დღევანდელი მონაცემებით 261 პაციენტი მკურნალობს. ჩვენს კლინიკაში გვყავდა 28 დადასტურებული შემთხვევა, გამოგვიჯანმრთელდა 7 პაციენტი, დაგვემატა გუშინ 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა, დღესდღეობით გვყავს 27 დადასტურებული შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში 2 მძიმე პაციენტია როგორც თვითონ კოვიდ-19-ის მიმდინარეობით, ასევე თან არსებული დაავადების გათვალისწინებით. ჯერჯერობით შემოსვლიდან მათი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილურია, პროგრესირება კლინიკაში შემოსვლის დღიდან არ შეინიშნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის ძირითადად,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 1 არასრულწლოვანი

სამტრედიაში მატარებლის დაჯახების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა