ავტორი:

თეონა კონტრიძე  "ბატკას" წინააღმდეგ - "ბელორუსი ხალხისა და დემოკრატიის მხარეს ვარ!"

თეონა კონტრიძე  "ბატკას" წინააღმდეგ - "ბელორუსი ხალხისა და დემოკრატიის მხარეს ვარ!"

მომღერალი თეონა კონტრიძე მინსკში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც ის თავის მიმართვაში აცხადებს, იგი ბელორუს ხალხს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

"ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება ბელორუსს, ამ დალოცვილ მიწას უკავშირდება. 1994 წელს, როდესაც 17 წლის ვიყავი, ქალაქ ვიტებსკში გავხდი "სლავიანსკი ბაზარის" გამარჯვებული. სწორედ ამის შემდეგ გადავედი რუსეთში, რაც ჩემთვის ძალიან შთამაგონებელი იყო. მიჭირს იმის ყურება, რაც ახლა ბელორუსში ხდება. ეს არის მშვიდობისმოყვარე, კეთილი, მაგრამ ჯიუტი ხალხი. მთლიანობაში, დემოკრატიისა და ბელორუსი ხალხის მხარეს ვარ!“ - აცხადებს კონტრიძე.

მომღერალმა "ინსტაგრამზე" სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც კაფეში ე.წ. „სირნიკებს“ ელოდება და მოლოდინის პროცესს მხატვრულად აღწერდა. დილის პოზიტიური განწყობის მიუხედავად, გულშემატკივრებმა ბელორუსში მიმდინარე მოვლენების შეფასება მოსთხოვეს.

მინსკში, საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მოჰყვა. 9 აგვისტოს, ბელორუსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ხმის თითქმის 80%-ით გამარჯვებული ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო გახდა. "ბატკა" ბელორუსს 1994 წლიდან მართავს.

შედეგების გამოცხადების შემდეგ ამომრჩევლებმა უბნებში დაიწყეს შეკრება, რაც მოგვიანებით საპროტესტო აქციაში გადაიზარდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ აქცია უკონტროლო გახდა. სამართალდამცველებმა მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. გამარჯვებულთა გამზირზე "ომონის" ხუთი ავტობუსი გამოვიდა. დააკავეს რამდენიმე ათეული ადამიანი. არიან დაშავებულები.

ალექსანდრე ლუკაშენკოს ერთ-ერთი მთავარი მეტოქე პოპულარული ბლოგერი სერგეი ტიხანოვსკი იყო, რომელიც ხელისუფლებამ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დააპატიმრა. სერგეის მეუღლემ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, საარჩევნო კომისიამ იგი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სვეტლანას გარშემო სხვა დაურეგისტრირებელი ოპოზიციური კანდიდატების შტაბებიც გაერთიანდნენ.

არჩევნებმა დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. დღის განმავლობაში სამართალდამცველებმა ბელორუსის დედაქალაქში "დოჟდის" 2 ჟურნალისტი, ვლადიმერ რომენსკი და ვასილი პოლონსკი, ასევე ოპერატორი ნიკოლაი ანტიპოვი დააკავეს. წყარო

თეონა რამაზაშვილი

"გახარიას რეიტინგის დაკნინების მცდელობას აჯობებდა, "დუმილის უფლება" გამოგეყენებინათ" - ბერდია სიჭინავა "ოცნებას" მიმართავს

Facebook-მა "ქართულ მარშთან" და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ანგარიშები, გვერდები და ჯგუფები წაშალა

"წნევამ ამიწია... კარგად ვარ უკვე" - რას წერს ელენე ხოშტარია კლინიკიდან?