ავტორი:

"არავინ მიდიოდა ბავშვთან... მძღოლი ყვიროდა, გთხოვთ გადაარჩინოთო" - ვინ არიან ჩაქვში ავარიისას გარდაცვლილები და რას ჰყვება მომხდარის თვითმხილველი

"არავინ მიდიოდა ბავშვთან... მძღოლი ყვიროდა, გთხოვთ გადაარჩინოთო" - ვინ არიან ჩაქვში ავარიისას გარდაცვლილები და რას ჰყვება მომხდარის თვითმხილველი

გუშინ, გვიან ღამით ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. გარდაცვლილები მახინჯაურში მცხოვრები ერთი ოჯახის წევრები არიან - მედიკო შარაშიძე, მისი რძალი ნათია სურმანიძე და მედიკო შარაშიძის მცირეწლოვანი შვილიშვილი.

ოჯახი ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე გვიან ღამით იდგა და ოჯახის ახლობელს, მოხუც კაცს აცილებდნენ, როდესაც მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ტაქსის ნიშნით მოძრაობდა, ქვეითად მყოფებს დაეჯახა.

დაშავებულია სამი არასრულწოვანი. ისინი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც თვითმხილველი AMBEBI.GE-ს უყვება მძღოლი გამვლელებს მცირეწლოვანი ბავშვის გადარჩენას სთხოვდა.

"ახლაც შოკში ვარ, მიჭირს იმის გადმოცემა, რაც ვნახე. ჩვენ გამვლელები ვიყავით. ავარია ახალი მომხდარი იყო. ბავშვი რომ დავინახეთ, ჩამოვედი. არავინ მიდიოდა ბავშვთან. მხოლოდ მძღოლი ყვიროდა, მე დავეჯახე და გთხოვთ, გადაარჩინოთო.

ბავშვს პულსი სუსტი ჰქონდა. მასაჟი გავუკეთე, მერე გავიგონე ვიღაც ამბობდა, კიდევ არიან დაშავებულებიო. გავიხედეთ და ოჯახის წევრები იყვნენ მიმოფანტული. ბაბუა გაუცილებიათ მოსკოვში. ყველა განწირული კიოდა, საშინელი სანახავი იყო ეს ყველაფერი" - ამბობს AMBEBI.GE-სთან თვითმხილველი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების ისეთ დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მთავარი ფოტო: ნათია სურმანიძე

ავტორი: თიკო გურაშვილი

როდის გამოიდარებს საქართველოში - ამინდის პროგნოზი

ფოტოები ბათუმიდან, სადაც ძლიერმა წვიმამ სახლები და ქუჩები დატბორა

გურამ ფალავანდიშვილმა სექსუალურ განათლებაზე გრაფიტი დააზიანა - "ადამიანმა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ხომ უნდა შეძლო?"