ავტორი:

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებას "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს წაუყენებენ - რა მასალების გახმაურებას აპირებს პროკურატურა (ექსკლუზივი)

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებას "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს წაუყენებენ - რა მასალების გახმაურებას აპირებს პროკურატურა (ექსკლუზივი)

პროკურატურაში ცოტა ხანში საგანგებო ბრიფინგის ჩატარება იგეგმება, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ახალ დეტალებს გაასაჯაროებენ.

ambebi.ge-ს ინფორმაციით, როგორც მოსალოდნელი იყო, პროკურატურა უკვე ბრალდებულ 5 პირს ბრალს დაუმძიმებს. მათ ბრალდებას განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატება.

როგორც სანდო წყაროსგან შევიტყვეთ, პროკურატურას უკვე ხელთ აქვს სასამართლო სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც 10 კითხვაზე პასუხი გაცემულია და სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს ელოდებოდნენ სამართალდამცავები. ცნობილია, რომ პროკურატურამ ამჯერად 14 კითხვა გაუგზავნა ექსპერტებს.

ცნობილია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში სამი დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო. კახა ერისთავი, რომელიც ოჯახის თხოვნით თავიდანვე მონაწილეობდა ექსპერტიზაში, ასევე ჩაერთნენ: დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" ხელმძღვანელი, ალექსანდრე გეჯაძე და ასევე ნევროლოგი მანჯგალაძე.

ექსპერტებმა დასკვნა დადეს და ძირითად 10 კითხვაზე პასუხი უკვე გასცეს.

როგორც ჩანს, ექსპერტიზის დასკვნამ გაამყარა არსებული ვარაუდი და ის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება ამ საქმეში. სავარაუდოდ, ბრალი დაუმძიმდება "ტოიოტა ქამრის" იმ მგზავრებს, რომლებიც გაეკიდნენ გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს. ძველ ბრალდებასთან ერთად განზრახ მკვლელობისთვის ბრალი დაუმძიმდება ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს - ზ.ხ-ს, ა.ქ.-ს და არჩილ გაგნიძეს. სავარაუდოდ, ამ მძიმე ბრალდებას გადაურჩება "ტოიოტას" მძღოლი, რადგან ცნობილია, რომ ის ბიჭებს არ გაკიდებია და მანქანასთან დარჩა. შეგახსენებთ, ამ საქმეზე 17 პირია პატიმრობაში, ისინი სასამართლოს ვერდიქტს ელოდებიან. პირველი ექსპერტიზის დასკვნაში ცალსახად ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

შაქარაშვილის საქმეზე 5 პირის მიმართ ბრალის დამძიმება მხოლოდ ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე არ მომხდარა - პროკურორი

"ბულინგი მოახდინეს ჩემზე, გინდა თუ არა, შენ მიეცი კაპანაძეს ის ფურცელიო" - ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

თბილისში, ცირკთან არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს