ავტორი:

ახალგაზრდა კაცი სისხლისგან იცლებოდა, როდესაც იპოვეს - გერმანიაში ქართველი დაჭრეს

ახალგაზრდა კაცი სისხლისგან იცლებოდა, როდესაც იპოვეს - გერმანიაში ქართველი დაჭრეს

გერმანიაში, ქალაქ ლაიფცგიში, 34 წლის ქართველი მამაკაცი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას BILD.DE ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, ახალგაზრდა კაცი ადგილობრივი დროით 19:40 საათზე ქუჩაში, ტროტუარზე იპოვეს. მას რამდენიმე სახის ჭრილობა აღენიშნებოდა და სისხლისგან იცლებოდა.

შემთხვევა 10 აგვისტოს გოჰლის დასახლებაში მოხდა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოცემის ცნობით, გერმანელმა სამართალდამცავებმა, მომხდართან დაკავშირებით, ორ სავარაუდო დამნაშავეზე ძებნა გამოაცხადეს. AMBEBI.GE ცდილობს მოხდარი დანაშაულის დამატებითი დეტალების გარკვევას.

24 წლის ბიჭი, რომელმაც 14 წლის გოგონა გააუპატიურა, დააკავეს - ძალადობის მსხვერპლმა, სავარაუდოდ თავი მოიკლა

სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

"არაფერს ლაპარაკობდა, ალბათ, ის ბიჭი ემუქრებოდა, ვინც გააუპატიურა, ოჯახის მხრიდან ძალადობას გამოვრიცხავ" - რას ყვება ბაბუა 14 წლის გოგოზე, რომელიც ქობულეთში გარდაცვლილი ნახეს