ავტორი:

"ქეთი როგორია ბებიობა, მედიკომ ისეთი ლამაზიაო..." - რას საყვედურობენ სოფო ნიჟარაძის დედას, რომელიც ამერიკაში შვილიშვილს ზრდის

"ქეთი როგორია ბებიობა, მედიკომ ისეთი ლამაზიაო..." - რას საყვედურობენ სოფო ნიჟარაძის დედას, რომელიც ამერიკაში შვილიშვილს ზრდის

2 ივნისს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სოფო ნიჟარაძემ ამერიკაში იმშობიარა და პატარას ელის-მარია დაარქვა. მომღერლის ორსულობის შესახებ მანამდეც არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია, თუმცა ამ ჭორს სოფო ყოველთვის ღიმილით ხვდებოდა.

ელის-მარიას დაბადების შესახებ ამბავი სოფოს უახლოესმა მეგობრებმა AMBEBI.GE-სთან საუბარში დაადასტურეს. ამჯერად არც სოფოს უარუყვია პატარას დაბადების შესახებ ინფორმაცია. სოფო ამერიკაშია და ელის-მარიას ზრდის. პატარას გაზრდაში დედა ქეთი ნიკოლეიშვილი ეხმარება.

მომღერალი ძველებურად აღარ აქტიურობს, თუმცა პერიოდულად ინსტაგრამის ისტორიებში აქვეყნებს ფოტოებს, როგორ გადის სახლიდან პირბადით.

მომღერალს შვილის ფოტო აქამდე არ გამოუქვეყნებია და არც არსად უსაუბრია პატარას შესახებ, თუმცა სოფო ნიჟარაძის დედას მართალია მოგვიანებით, მაგრამ მეგობრები შვილიშვილის დაბადებას ულოცავენ...

"ქეთი როგორია ბებიობა! კიდევ გილოცავთ, გკოცნით... მედიკომ ისეთი ლამაზიაო. სოფოს ჩემს მაგივრად მაგრად აკოცეთ. უფალმა ბედნიერი გაზარდოს! მიყვარხართ!..“ - წერს ერთ-ერთი ქალბატონი.

როგორც ჩანს, ქეთი ნიკოლეიშვილი შვილიშვილის გაზრდის პარალელურად სოციალური ქსელისთვის ვეღარ იცლის, რადგან მეგობრები საყვედურობენ: "მესინჯერში აღარ იხედები, ქეთი?.."; "მესინჯერში თუ შეიჭყიტები დიდად დამავალებ ქეთი..." - წერენ მეგობრები სოფოს დედას, რომელთანაც მომღერალს განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებს.

ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში, სადაც მომღერალი თბილისში საკუთარ სახლში ესაუბრებოდა ჟურნალისტს, კითხვაზე, დილით პირველს ვის ურეკავს, სოფო პასუხობს, რომ დედას...

"დილით პირველს დედას ვურეკავ, რომ ვიღვიძებ, უკვე სამსახურშია და ვურეკავ, ვეკითხები სად არის... ვექაჩები, რომ სახლში დაბრუნდეს. ისე თუ ხდება, რომ დილით ადრე ვდგები და დედაჩემი სახლშია, ძალიან ბედნიერი ვარ. ვჯდები და არაფერს არ ვაკეთებს. ყველაფერს გამზადებულს მიტოვებს. მაცივარს აწერს, რაც არის საჭმელი", – ამბობს სოფო.

რატომ მოირგო ანგელოზის ფრთები სალომე ბაკურაძემ - "ერთ ადგილას ვერ გავჩერდებით... ამიტომ, აღარ დაველოდე მომდევნო წელს"

შორენა ბეგაშვილის პირველი საერთო ფოტო "კანონიერ ქურდთან", რომლის გამოც ირაკლი ნანაძეს დაშორდა - ვინ არის ლაშა ბარათელი?

"საბედნიეროდ, მასთან არ მქონია კონტაქტი" - მამუკა ჩარკვიანს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა