ავტორი:

შორენა ბეგაშვილი მესამედ გათხოვდა? - რა ფოტოებს აქვეყნებს ქართველი სექს-სიმბოლო თურქეთიდან

შორენა ბეგაშვილი მესამედ გათხოვდა? - რა ფოტოებს აქვეყნებს ქართველი სექს-სიმბოლო თურქეთიდან

შორენა ბეგაშვილის გათხოვების შესახებ უკვე საუბრობენ თბილისში. რამდენიმე კვირის წინ "ინსტაგრამ სთორიში" შორენამ ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი გამოაქვეყნა. ახლა კი უკვე რამდენიმე დღეა მოდელი თურქეთში ისვენებს და ამის ამსახველ ფოტოებს "ინსტაგრამზე" აქვეყნებს.

მეორე ქმარს, ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს რამდენიმე თვის წინ გაშორდა. ნანაძემ ამის შესახებ შორენა ბეგაშვილის "ინსტაგრამ" გვერდიდან გაიგო, როდესაც მოდელმა ფოტო იუსტიციიდან გამოაქვეყნა, სადაც ხელში განქორწინების საბუთი ეჭირა.

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ნანაძესთან დაშორება შორენამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მის ცხოვრებაში ახალი სიყვარული ლაშა ბარათელი გამოჩნდა.

ერთადერთი დადასტურება ბეგაშვილი-ბარათელის ლავ სთორისა მხოლოდ ის არის, რომ რამდენიმე კვირის წინ, დაბადების დღეზე შორენას ერთადერთ ქალიშვილს ძვირადღირებული მანქანა აჩუქეს, რისთვისაც მოდელმა მადლობა ვინმე ლ-ს გადაუხადა.

ლაშა ბარათელი თურქეთში ცხოვრობს და კანონიერი ქურდია. ის გამოცემა "პრაიმ კრაიმის" მიერ გამოქვეყნებულ "კანონიერი ქურდების" რეიტინგში, ათ ყველაზე რეიტინგულ "კანონიერი ქურდებს" შორის ერთ-ერთია. ლაშა ბარათელი, იგივე „ჭია" 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა. ბარათელს ჯანგველაძე-ონიანის კლანს მიაკუთვნებენ და 2014 წელს აკურთხეს ქურდად.

იმავე წელს ლაშა ბარათელი მძიმედ დაჭრეს და „ჭია“ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. 2016 წლის ზაფხულში რუსეთში დაკავებული ბარათელი საქართველოში გამოადეპორტეს, მაგრამ ბარათელი ოფიციალურად საქართველოს მოქალაქე არ გახლავთ და შესაბამისად მისი დაკავება არ მომხდარა. ბარათელმა მალე საქართველო დატოვა და ის ამჟამად თურქეთში ცხოვრობს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად შორენა ბეგაშვილს დავურეკეთ. ჩვენს კითხვაზე, რომ მესამედ გათხოვდა და ახლა თურქეთში ისვენებს, ბევრი იცინა და ტელეფონი გაგვითიშა. შემდეგ კი ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა. პასუხი არ გაგვცა ასევე ჩვენს მიერ მიწერილ მესიჯზე, რომ ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას ვაპირებდით.

"თქვენს უკან დგას მთელი საქართველო... დამილოცნიხართ!" - ემოციური კადრები ქართველი სპორტსმენების ტოკიოს ოლიმპიადაზე გააცილების ცერემონიიდან

კორონავირუსის 1364 ახალი შემთხვევა და 22 გარდაცვლილი - როგორია ეპიდვითარება რეგიონების მიხედვით?

საქართველოში "ასტრაზენეკას" კიდევ 43 200 დოზა ჩამოვიდა