ავტორი:

რეზო გიგინეიშვილი მესამე ცოლსაც დაშორდა -  წყვილის გაყრის მიზეზი ისევ ფული გახდა?

რეზო გიგინეიშვილი მესამე ცოლსაც დაშორდა -  წყვილის გაყრის მიზეზი ისევ ფული გახდა?

რუსული გამოცემები წერენ, რომ რეზო გიგინეიშვილი მესამე მეუღლეს - ნადეჟდა ობოლენცევასაც დაშორდა. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილის დაშორების მიზეზი, თურმე "ფულთან დაკავშირებით ფუჭი იმედების მიცემა" გახდა. თუ რა მოხდა სინამდვილეში, ცნობილი არ არის. 37 წლის ნადეჟდა ობოლენცევამ და 38 წლის რეზო გიგინეიშვილმა ერთად წლიწადზე ცოტა მეტხანს იცხოვრეს.

წყვილმა ხელი 2019 წლის 18 ივლისს მოაწერა, რის შემდეგაც მასშტაბური წვეულება გამართეს. როგორც რეზოსთვის, ასევე ნადეჟდასთვის ეს მესამე ქორწინება იყო.

გიგინეიშვილს პირველი მეუღლისგან - ანასტასია კოჩეტკოვასთან ერთი შვილი - მარია ჰყავს. მეორე მეუღლემ კი ქალ-ვაჟი ნინა და ივანი გაუჩინა.

ნადეჟდა ობოლენცევა ორჯერ იყო გათხოვილი. მისი პირველი მეუღლე ცნობილი რუსი ბიზნესმენი დენის მიხაილოვი, მეორე კი "ნეფტგაზ ინდუსტრიის" თანამფლობელი აირატ ისხაკოვი გახლდათ. ობოლენცევა მეორე მეუღლეს სკანდალურად გაშორდა. მედია მაშინაც წერდა, რომ მიზეზი ფულადი გარჩევები გახდა.

გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარს რეზო გიგინეიშვილი და ნადეჟდა ობოლენცევა არ აკეთებენ, თუმცა ნადეჟდამ "ინსტაგრამზე" რეზოსთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშალა.

ავტორი: თეონა რამაზაშვილი

აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობაზე ახალი ფილმი: "ზღვის ორი ნაპირი" - "გვინდა, ჩვენს აფხაზ ძმებს დაველაპარაკოთ და არა ოკუპანტებს"

"ორსულობის პერიოდში ლამის 40 კგ-ს ვიმატებ" - რუსა ჩაჩუას დიეტა და იდეალური ფორმის საიდუმლო

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოდელი, რომელსაც ლივ ტაილერსა და ბიანკა ბალტის ამსგავსებდნენ - ანა ახვლედიანის ოჯახური იდილია (ფოტოები)