ავტორი:

"...შეიძლება სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას" - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებებზე

"...შეიძლება სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას" - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებებზე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება. როგორც მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, თუ მოქალაქეები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, შესაძლოა, სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას.

„ამ ეტაპზე სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მოქალაქეებმა, რომლებიც ელოდებიან, რომ მათი შვილები წავლენ სკოლაში და ეს არის ძალიან მტკივნეული, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინონ, რომ ეს ყოველივე დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე.

თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც ის არის დღეს, დღეს გვაქვს არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცირება და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა, მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შეიძლება სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი მოქალაქეების სრული მობილიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცეთ საშუალება, უსაფრთხო სკოლებში მიიღონ განათლება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სასწავლო პროცესის დაწყების გადადების პირობა არ არსებობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე დღეს არ არის საფუძველი იმისთვის, რომ არჩევნების თარიღი გადაიდოს.

„დღევანდელი მდგომარეობით, არ არსებობს არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს არანაირი საფუძველი და მოცემულობა არჩევნების თარიღის ცვლილების“, - განაცხადა გახარიამ.

"რუსეთმა უნდა მოხსნას შეზღუდვა ფრენებზე" - რას აცხადებს კელი დეგნანი ლავროვის განცხადებაზე

"ივანიშვილის პირადი ბედი ჩემთვის რიგი მიზეზების გამო არ არის სულერთი" - რას წერს გია ხუხაშვილი?

"რუსეთი ყოველთვის უფრთხილდებოდა მეგობრულ კავშირებს ახლობელ ქართველ ხალხთან" - რას ამბობს ლავროვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის  გაუქმებასა და ავიამიმოსვლის აღდგენაზე