ავტორი:

დაბა სიონში 50%-მდე ფასდაკლებით გამოფენა-გაყიდვა იმართება

დაბა სიონში 50%-მდე ფასდაკლებით გამოფენა-გაყიდვა იმართება

გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" სიონშია. დაბა სიონის ცენტრში, ნიკო ქუმსიაშვილის ქუჩაზე, 50%-მდე ფასდაკლებით, გამოფენა-გაყიდვა იმართება.

ადგილზე მკითხველს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა, დიდი ფასდაკლებით, 10:00 საათიდან დახვდა, გამოფენა-გაყიდვა 18:00 საათამდე გასტანს.

"პალიტრა L" სიონს საიუბილეო ტურნეს ფარგლებში ეწვია. 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამომცემლობას სხვდასხვა ლიტერატურული ღონისძიება აქვს დაგეგმილი. ერთ-ერთი არის "ლიტერატურული გაჩერება", რომელიც საქართველოს მასშტაბით უკვე ეწვია რამდენიმე რეგიონს.

13 აგვისტოს "ლიტერატურული ქარავანი" სურამში გადაინაცვლებს და გამოფენა-გაყიდვა დაბა სურამის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის ქუჩაზე გაიმართება.

13 აგვისტოდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, "ტოპ თრილერის" სერიიდან "ბორნის იდენტიფიკაცია" გამოვა

გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" 14 აგვისტოდან ბათუმს ეწვევა

10 აგვისტოდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, რეი ბრედბერის "ბაბუაწვერას ღვინო" სპეციალურ ფასად გამოვა