ავტორი:

"ეს იქნება კიბოს სამედიცინო და სამკურნალო ცენტრი" - რა განაცხადა გახარიამ კოლაიდერზე, რომელიც ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს დაემატება

"ეს იქნება კიბოს სამედიცინო და სამკურნალო ცენტრი" - რა განაცხადა გახარიამ კოლაიდერზე, რომელიც ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს დაემატება

განათლება, რომელიც აქ უნდა მიიღონ, მისცემს ახალგაზრდებს საშუალებას, გლობალურად იყვნენ კონკურენტული - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ განათლება არის ხელისუფლების ყველაზე დიდი პრიორიტეტი და ეს არის უაღრესად დიდი პროექტი, რომელიც კერძო ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა. ეს არის დაახლოებით მილიარდ ევროზე ორიენტირებული ინვესტიცია", - თქვა გახარიამ.

მისი თქმით, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს დაემატება ადრონული კოლაიდერი, რომელიც 40 მილიონ დოლარს დაამატებს ამ მილიარდიან ინვესტიციას. მან აღნიშნა, რომ "ეს იქნება კიბოს სამედიცინო და სამკურნალო ცენტრი".

პრემიერი დარწმუნებულია, რომ აქ ბევრი როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტი ისწავლის. მისი თქმით, ქუთაისი ამით საუნივერსიტეტო ქალაქი გახდება.

პრემიერმა სწავლის დაწყების თარიღზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეისთვის არანაირი პირობა, რომ სწავლა გადაიდოს არ არსებობს. თუმცა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ მესტიასა და ყაზბეგში შექმნილი სიტუაციის თაობაზე საუბრისას თქვა, რომ შეიძლება სასწვლო პროცესის დაწყებას საფრთხე შეექმნას.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და სრული დაფინანსებით შენდება.

“ქართული ოცნების“ ინიციატივა: ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სისხლის სამართლებრივად  დაისჯება

"სკოლები 15 სექტემბრიდან, ბაგა-ბაღები კი 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება" - გიორგი გახარია

17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ