ავტორი:

"თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება თვითმკვლელობასთან ერთად, აქტიურად  განიხილავს მკვლელობის ვერსიასაც" - მიხეილ რამიშვილი

"თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება თვითმკვლელობასთან ერთად, აქტიურად  განიხილავს მკვლელობის ვერსიასაც" - მიხეილ რამიშვილი

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გამოძიება აქტიურად განიხილავს მკვლელობის ვერსიასაც.

"საქმის მკვლელობად გადაკვალიფიცირებაზე ჯერ არ ლაპარაკობენ, მაგრამ თვითმკვლელობასთან ერთად, აქტიურად განიხილება მკვლელობის ვერსიაც. მუხლის გადაკვალიფიცირებისთვის საჭიროა არსებობდეს საკმარისი მტკიცებულებები" - ეუბნება ადვოკატი ambebi.ge -ს .

რამიშვილი და ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები გუშინ, 11 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ, სადაც მათ საქმის მასალების ნაწილი გააცნეს. რამიშვილი ambebi.ge - ს იმ საეჭვო გარემოებებზე უყვება, რომლებიც, მისი თქმით, აღნიშნულ საქმის მასალებში იკვეთება.

"მოხერხდა თამარის ელექტრონული ფოსტის გახსნა. ასევე, მის პირად Youtube-ზეც შევედით, ჩანაწერები ვნახეთ. თუმცა, ამ ეტაპზე "ფეისბუქზე" მაინც ვერ შევედით. მისი მიწერ-მოწერებიც ვნახეთ, ბევრი ახალი პერსონა გამოიკვეთა, აღმოჩნდა, რომ ბოლო დროს ჰქონდა მიწერ-მოწერა ჩვენთვის უცხო ადამიანებთან, როგორც ქართველებთან, ისე - უცხოელებთან. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ არიან ისინი და რა კავშირი ჰქონდათ თამართან. ყველაზე მეტად რამაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო, არის ის, რომ თამარის კომპიუტერთან წვდომა აქვს ვიღაცას, გამოძიების ინტერესების მიღმა. ბოლოს 10 აგვისტოს ფიქსირდება შესვლა მის კომპიუტერში და მონაცემების გახსნა. ესეც უნდა დაადგინოს გამოძიებამ, ვინ შევიდა 10 აგვისტოს თამარის კომპიუტერში. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ წაშლილია მეილზე მოსული და გაგზავნილი წერილები 13-დან 18 ივლისის ჩათვლით. ხოლო 19 ივლისიდან შემდეგ ისევ მოდის წერილები მეილზე. წარმოუდგენელია ამ დროის შუალედში არ მოსვლოდა რამე შეტყობინება თამარს, რადგან იგი აქტიურ სამუშაო რეჟიმში იყო და როგორც წესი, დღეში ათეულობით წერილს იღებდა", - ამბობს ადვოკატი.

საქმეში FBI-ს ჩართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, რამიშვილი გვპასუხობს, რომ ამ საკითხის ირგვლივ სამართალდამცავი უწყებები "ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ".

"მთავარი პროკურატურა აცხადებს მზაობას FBI- ის ჩართვაზე, ხოლო შსს ამბობს, რომ ჩვენ თუ ჩავთვლით საჭიროდ, მაშინ გადავწყვეტთ ჩაერთოს, თუ - არაო. თვითონ ვერ რიგდებიან ერთმანეთში. არ შეიძლება ასეთი რამ. ჯერ მორიგდნენ ერთმანეთში და შემდეგ გააკეთონ განცხადება", - ამბობს რამიშვილი.

რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობის პროცესის მიმართ ოჯახის დამოკიდებულებას, რამიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა, ოჯახს სამართალდამცავი უწყებების მიმართ ნდობა არ ამაღლებია.

„ნდობა იქნება დამოკიდებული შედეგზე. არის ხარვეზები, რომლითაც ვართ უკმაყოფილოები. ოჯახს ბევრი კითხვის ნიშნები რჩება. მაგალითად, მოწმეეები დასასვენებლად რომ იყვნენ, გამოძიება ელოდებოდა როდის მორჩებოდნენ ისინი დასვენებას და დაბრუნდებოდნენ დედაქალაქში. როდესაც საქმე ასეთი სენსიტიურია, იმას უნდა ელოდებოდეს გამოძიება როდის დაისვენებს მოწმე და შემდეგ დაიბაროს დაკითხვაზე?! ან რამდენი ხანი უნდა ველოდოთ ექსპერტიზის პასუხებს, იყო თუ არა გოგონას სხეულში ის მედიკამენტები, რომელზეც იყო საუბარი?!", - გვეუბნება მიხეილ რამიშვილი.

"ყვიროდა, ყველანი მოვკვდებით, აქ ვერ გადავრჩებითო" - რას ჰყვება თვითმხილველი ბათუმის საკარანტინე სივრცეში მომხდარ ამბავზე

"მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა, პროკურორი საქმეს ჩამოაცილეს" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

რუსთავის ციხეში პატიმარმა პროტესტის ნიშნად საპარსი სამართებელი - ე.წ. "ბრიტვა" გადაყლაპა