ავტორი:

ამირან გამყრელიძე მესტიაში, პირბადითა და სვანური ქუდით - რას ამბობს მთავარი ეპიდემიოლოგი ადგილზე არსებულ სიტუაციაზე

ამირან გამყრელიძე მესტიაში, პირბადითა და სვანური ქუდით - რას ამბობს მთავარი ეპიდემიოლოგი ადგილზე არსებულ სიტუაციაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მესტიაში იმყოფება და არსებულ ეპიდსიტუაციას ადგილზე ეცნობა.

მისი განცხადებით, დღეს გამოვლენილი ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი მესტიის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. როგორც გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას აღნიშნა, მესტიაში გაფართოებული ტესტირება გრძელდება.

"ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს. ორივეს კავშირი აქვს ლენჯერის თემთან, თუმცა ერთ-ერთი მათგანი ცხოვრობს მესტიაში, მაგრამ კონტაქტია ლენჯერის თემთან.

ამიტომ ტესტირება დღეს ფართოვდება მესტიასა და რამდენიმე სოფელში. მოგეხსენებათ, გუშინ 975 ნიმუში გაკეთდა და იქიდან ორია მხოლოდ დადებითი. ეს პროგნოზულად კეთილსაიმედოა, მაგრამ არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს" - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1283 - მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 10 - ით გაიზარდა და 1068 - ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 7718. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ამ დროისთვის მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

რა უნდა ვიცოდე გაცვლითი პროგრამების შესახებ

5 მიზეზი, თუ რატომ არის სტუდენტობა საუკეთესო პერიოდი

ლალი მოროშკინა თბილისში სახლს ყიდის და საცხოვრებლად სიღნაღში გადადის - "ოპტიმისტი ვარ, შევძლებ და მუყაითი შრომით ახალ ცხოვრებას ავაშენებ..."