ავტორი:

"კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული, საგანგაშო ვითარება არაა" - ყაზბეგის მერი ეპიდვითარებაზე

"კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული, საგანგაშო ვითარება არაა" - ყაზბეგის მერი ეპიდვითარებაზე

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მშვიდია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამჟამად არსებული მონაცემებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი და ყველა მათგანის კონტაქტი იდენტიფიცირებულია.

ყაზბეგის მერის თქმით, ყველა შემთხვევა ლარსის გამშვები პუნქტის თანამშრომლებს უკავშირდება.

„ჯერჯერობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საგანგაშო ვითარება არ არის. არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია. დღეის მდგომარეობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არის 9 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 5 არის დაბა სტეფანწმინდაში. ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და თვითიზოლაციაში არიან გადასულები. პარალელურად, დაბა სტეფანწმინდაში ბიოლოგიური მასალის სინჯების აღება მიმდინარეობს, რომელიც ლაბორატორიაში იგზავნება.

ყველა შემთხვევა ლარსის გამშვები პუნქტის თანამშრომლებს უკავშირდება, მათი კონტაქტები და ოჯახის წევრები არიან. ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ისინი სამკურნალოდ არიან გადაყვანილები, ხოლო კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან. რაც მთავარია, ყველა კონტაქტი გამოკვლეულია იმისთვის, რომ რეალური სურათი ვიცოდეთ“, - განმარტავს ზაგაშვილი.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, მოსახლეობის ტესტირება და კონტაქტების კვლევა.

„ჩვენ მივყვებით იმ წესებს და ღონისძიებებს, რაც აუცილებელია. აქტიურად ტარდება თერმოსკრინინგი, ტესტირება და კონტაქტების კვლევა“,-განაცხადა ზაგაშვილმა.

„ალტერბრიჯი“ - ახალი სიტყვა განათლების სფეროში

გადადის თუ არა საკვებით და გაყინული პროდუქტით კორონავირუსი? - თამარ გაბუნიას კომენტარი

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - როგორი ამინდი იქნება მომდევნო 5 დღე საქართველოს რეგიონებში