ავტორი:

"ერთადერთი ადამიანი, რომელიც განაპირობებს მშვიდობას და სტაბილურობას, არის ბიძინა ივანიშვილი" - ღარიბაშვილი

"ერთადერთი ადამიანი, რომელიც განაპირობებს მშვიდობას და სტაბილურობას, არის ბიძინა ივანიშვილი" - ღარიბაშვილი

"ერთადერთი ადამიანი და მისი გუნდი, რომელიც განაპირობებს მშვიდობას და სტაბილურობას, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფლისწყაროში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფლება არის ის მთავარი მონაპოვარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა, მის გუნდთან ერთად მოუტანა ქართველ ხალხს.

"მთავარი მონაპოვარი ჩვენთვის არის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებული პრობლემების მიუხედავად, 2020 წლის არჩევნებზე საერთო ამოცანა, სწორედ, ამ მთავარი მონაპოვარის გამყარებაა.

"ჩვენ ვიცით, რომ უამრავი პრობლემა არსებობს და არსებობდა ჯერ კიდევ ჩვენს ქვეყანაში, იქნება ეს გზა, ინფრასტრუქტურა, განათლება, უმუშევრობა, სიღარიბე, წყალი, რომელიც ყველგან არ არის, რომელიც ბევრ მუნიციპალიტეტში დღემდე არის გადაუჭრელი პრობლემა.

შესაბამისად, ჩვენი საერთო ამოცანა არის ის, რომ ის მთავარი მონაპოვარი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ, გამყარდეს 2020 წლის არჩევნებზე.

ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ძლიერად, უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა კანდიდატმა დათო სონღულაშვილმა და ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შენება.

არ უნდა დავუშვათ არავითარი რყევა. საკმარისია ის, რაც დავუშვით. დავუშვით განსაცდელი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში. დავუშვით უამრავი შუღლი, ურთიერთბრალდებები, განხეთქილება, ერთმანეთის კვლა, უამრავი კონფლიქტი, სამოქალაქო დაპირისპირება. ერთადერთი, კიდევ ვიმეორებ, ადამიანი და მისი გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს განაპირობებს - მშვიდობას, სტაბილურობას, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LIVE: ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - საარჩევნო მარათონი; ოპოზიციის პოზიცია

"საქართველო  ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შიმშილის ზონაში იმყოფება - ისევე, როგორც აფრიკის საჰარისა და აზიის ზოგიერთი სახელმწიფო" - მიხეილ სააკაშვილი

"ქალბატონი მზია ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, ცხრუკვეთში დააყენებდა სააკაშვილი" - რას ამბობს უგულავა ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა მის წინააღმდეგ სააკაშვილის დედამ იბრძოლოს