ავტორი:

ურეკში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ - "მაშველებმა ერთის გამოყვანა მოახერხეს, მეორე კი წყალში გაუჩინარდა"

ურეკში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ - "მაშველებმა ერთის გამოყვანა მოახერხეს, მეორე კი წყალში გაუჩინარდა"

ურეკში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 15 აგვისტოს ურეკში, 2 ახალგაზრდა მამაკაცს ესაჭიროებოდა დახმარება, რომლებიც წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

მათი ინფორმაციით, მაშველებმა ერთის გამოყვანა მოახერხეს, მეორე კი წყალში გაუჩინარდა.

„საძიებო სამუშაოებში ჩართულია 17 მაშველი, 4 მყვინთავი, 6 მცურავი საშუალება, მათ შორის ერთი ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას და ასევე დრონი“, - აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ავარია გორი-იგოეთის ავტომაგისტრალზე - დაშავებულია სამი ექიმი

როგორია წერეთელზე, პოლიციის შენობის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

წერეთლის გამზირზე პოლიციის შენობის მეორე სართულიდან მამაკაცი გადმოხტა