ავტორი:

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია - დაკავებულია 47 წლის მამაკაცი

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია - დაკავებულია 47 წლის მამაკაცი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული თ.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცენტრალური რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1967 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, თ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმციაში.

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც რუისპირში თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა

თბილისში, რესტორანში ორი ადამიანი დაჭრეს - რა განცხადებას ავრცელებს შსს

"აინტერესებდა ბატონი თამაზი სად იყო, დასვენების დღესაც მირეკავდა... შემდეგ დამემუქრა" - მეჭიაურის მძღოლი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, დუმილს არღვევს