ავტორი:

კალიფორნიაში, "სიკვდილის ველზე"  54.4 °C  დაფიქსირდა - შესაძლოა, დედამიწაზე ბოლო 90 წელიწადში ეს ყველაზე მაღალი ტემპერატურა იყოს

კალიფორნიაში, "სიკვდილის ველზე"  54.4 °C  დაფიქსირდა - შესაძლოა, დედამიწაზე ბოლო 90 წელიწადში ეს ყველაზე მაღალი ტემპერატურა იყოს

აშშ-ის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა კალიფორნიის შტატში, ე.წ. სიკვდილის ველზე 54.4 გრადუსი ცელსიუსი დააფიქსირა, რაც შესაძლოა, დედამიწაზე ბოლო 90 წელიწადში ყველაზე მაღალი ტემპერატურა იყოს.

არის თუ არა ეს რეკორდული მაჩვენებელი, ამ დროისთვის აღნიშნულს აშშ-ის ამინდის ეროვნული სამსახური ამოწმებს.

აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე მეტეოროლოგები მომავალ დღეებში ტემპერატურის კიდევ უფრო მატებას ვარაუდობენ.

BBC-ის ცნობით, აქამდე არსებული სარწმუნო ინფორმაციით, დედამიწაზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა ასევე, ე.წ.სიკვდილის ველზე, 2013 წელს დაფიქსირდა - 54 გრადუსი ცელსიუსი. არსებობს საკამათო ვერსია, რომ 56.6 გრადუსი ამავე ტერიტორიაზე 1913 წელს დაფიქსირდა, თუმცა თანამედროვე ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ეს მცდარი მონაცემია.

კიდევ ერთი ინფორმაციით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა - 55 გრადუსი დედამიწაზე 1931 წლის ივლისში ტუნისში დაფიქსირდა.