ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - განახლებული ინფორმაცია ეპიდსიტუაციის შესახებ

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - განახლებული ინფორმაცია ეპიდსიტუაციის შესახებ

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 351 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა შესახებ მონაცემები არ განახლებულა და კვლავ 1 092-ია.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 597 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.

საერთაშორისო  რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა  30 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

"შესაძლოა მცირე წვიმა და ელჭექი" - უახლოესი დღეები ამინდის პროგნოზი

თბილისში "ევექსის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა