ავტორი:

მაშველებმა ადიდებული ჭოროხიდან მეთევზეები გამოიყვანეს

მაშველებმა ადიდებული ჭოროხიდან მეთევზეები გამოიყვანეს

მაშველებმა ადიდებული ჭოროხიდან მეთევზეები გამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში მდინარე ჭოროხი ადიდდა და სამი მეთევზე ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას. ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა ბათუმის ორი სამაშველო ეკიპაჟი.

მეთევზეები მდინარეში შექმნილ კუნძულზე იყვნენ და ადიდებული წლის გამო ვერ ახერხებდნენ გამოსვლას. მაშველებმა ისინი ნავით გამოიყვანეს. ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება" - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირზე ეროვნული ჰიმნი მისმა შვილმა შეასრულა - ემოციური კადრები "კრწანისიდან"

მუშტაიდის ბაღში 5 სექტემბერს თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება

ცერცვაძე ჯანმო-ს მაღალჩინოსნის განცხადებას ეხმაურება - "საქართველოშიც კორონავირუსის შემთხვევების დიდი რაოდენობა იყო ახალგაზრდებში"