ავტორი:

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის 35 ლარად? – სიახლეები, რომელიც „ბიბლუსში“ გელოდებათ

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის 35 ლარად? – სიახლეები, რომელიც „ბიბლუსში“ გელოდებათ

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბავშვები სკოლებს უბრუნდებიან და სწავლას სხვადასხვა რეკომენდაციის ფონზე, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

ახალი სასწავლო წლისთვის ბავშვის მომზადება მშობლების დიდმა ნაწილმა უკვე დაიწყო, ამიტომ „ბიბლუსმა“ მაღაზიებში უკვე წარმოადგინა როგორც სასკოლო ჩანთები, ისე რვეულები, კალმები და ყველა ნივთი, რომელიც ბავშვებს სკოლაში დასჭირდებათ. პროდუქციის ფართო ასორტიმენტი მშობლებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა საფასო კატეგორიიდან შეარჩიონ საჭირო ნივთები ისე, რომ თავიანთი ბიუჯეტი არ დააზარალონ. „ბიბლუსში“ აღნიშნავენ, რომ ბავშვის სკოლისთვის მომზადება 35 ლარიდან შეგვიძლია და წელს, მშობლებს გასულ წლებთან შედარებით უფრო დიდი არჩევანი ელოდებათ.

უფრო კონკრეტულად, როგორ მოემზადა „ბიბლუსი“ ახალი სასწავლო წლისთვის და რა სიახლეები გველოდება წიგნის მაღაზიათა ქსელში, ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელს ვესაუბრეთ:

- საინტერესოა, რა სიახლეებს სთავაზობს „ბიბლუსი“ მომხმარებელს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით?

- თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ბიბლუსი” ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე განსაკუთრებულად მოემზადა. ჩვენთვის ცნობილ ბრენდებთან (Milan, Ponto, Centrum) ერთად, მოსწავლეებს ჩვენს მაღაზიებში დახვდებათ ევროპული ხარისხის Paso, Belmil-სა და Busquets- ის ბრენდის ჩანთები, პენლები და სხვა აქსესუარები. ასევე, ,,ბიბლუსში’’ ორთოპედიული ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს ნებისმიერი ასაკისათვის.

- ალბათ, მშობლებს დააინტერესებს რომელ საფასო კატეგორიას განეკუთვნება თქვენ მიერ შეთავაზებული სასკოლო პროდუქცია?

- ყოველ წელს, ჩვენთან, საუკეთესო სასკოლო ფასებია - ჩანთების ფასი 14.95 ლარიდან იწყება, პენლების 2.5 ლარიდან, ხოლო ფერადი ფანქრების - 1.95 ლარიდან. წელს განსაკუთრებულად ვეცადეთ, ჩვენი მომხმარებლებისათვის მრავალფეროვანი ასორტიმენტი შეგვეთავაზებინა და სხვადასხვა საფასო კატეგორიით წარმოდგენილი გვაქვს უახლესი - 2020 წლის მოდელები. ასობით დასახელების პროდუქციაში მშობელს და მოსწავლეს შეუძლიათ, მათთვის საუკეთესო და მისაღები შეარჩიონ.

- რითი გამოირჩევა თქვენი პროდუქცია ბაზარზე, რატომ არის ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე „ბიბლუსი“ ასეთი აქტუალური?

- ,,ბიბლუსში’’ სასკოლო-საკანცელარიო ნივთების ფასი ხარისხის შესაბამისია. ჩანთების ასორტიმენტი ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მომხმარებლისთვის გვაქვს შერჩეული. ზურგჩანთები გაფორმებულია სხვადასხვა თემატიკით: კოსმოსი, ბუნება, აბსტრაქცია და ა.შ; გვაქვს პენლების განსხვავებული მოდელები: ორგანყოფილებიანი და სამგანყოფილებიანი; სავსე პენლები, ჩანთისმაგვარი და კონუსისებრი პენლები; ფერადი ფანქრები განსხვავებული ვიზუალითა და დიზაინით, რომელზეც პატარების საყვარელი გმირები არიან გამოსახულნი. რვეულები კი ყველა ასაკის მოსწავლეზეა გათვლილი, ვისაც აინტერესებს სპორტი, მანქანები, ანიმაციური გმირები თუ თემატიკა.

- რა მინიმალური ბიუჯეტით არის შესაძლებელი სკოლისთვის მომზადება?

მინიმალური თანხა, რაც დაგჭირდებათ ,,ბიბლუსში’’ სასკოლოდ მოსამზადებლად არის 35.15 ლარი. ამ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ ჩანთა, პენალი, რვეულები, ფანქრები, კალმები და სხვა სასკოლო ინვენტარი. რაც მთავარია, ყველა სასკოლო-საკანცელარიო ნივთი ერთ სივრცეშია, რაც ნიშნავს, რომ ,,ბიბლუსში’’ მარტივად და კომფორტულად შეძლებთ სკოლისათვის მომზადებას.

- რა ტიპის პროდუქციაზე არის ყველაზე დიდი მოთხოვნა?

- ყველაზე მეტად, სკოლის მოსწავლეებს რვეულები მოსწონთ და განსხვავებული დიზაინის მქონე პენლებზე აკეთებენ აქცენტს. რვეულები ჩვენი დიზაინერის მიერ არის შექმნილი და ყოველთვის ვცდილობთ გავითვალისწინოთ თანამედროვე ტრენდები, ჩვენი პატარა მეგობრების არჩევანი და შევქმნათ პროდუქტი, რომელიც მათ მოეწონებათ.

რაც შეეხება პენლებს, აქ არჩევანი ძალიან მრავალფეროვანია, უამრავი ახალი მოდელია როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგონებისთვის. კომფორტს ქმნის ისიც, რომ სავსე პენლები სრული საკანცელარიო კომპლექტაციით არის წარმოდგენილი, ხოლო ცარიელი პენლები შეუძლიათ, ბავშვებმა სურვილისამებრ შეავსონ.

"ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მომხმარებლისთვის სპეციალური შეთავაზებები გრძელდება

დედაქალაქში 300 ლურჯ მიკროავტობუსს სავარაუდოდ, “ჰიუნდაი ავტო საქართველო” შემოიყვანს

როგორ გადავიღოთ  შთამბეჭდავი ფოტოები სმარტფონით - დეტალური განხილვა iPhone 11 Pro-სთან ერთად