ავტორი:

"სასიამოვნოდ გაოცებული გახლავართ" - რას წერს მირიან ნიკოლაძე  შაქარაშვილის  საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტზე

"სასიამოვნოდ გაოცებული გახლავართ" - რას წერს მირიან ნიკოლაძე  შაქარაშვილის  საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტზე

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატებმა მცხეთაში, არაგვის ხიდთან დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს.

ექსპერიმენტის მონაწილეებმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის 5 ეპიზოდი გაითამაშეს.

ტრაგიკული ღამის მოვლენების ინსცენირებაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა, რომელიც საქმეში არ ფიგურირებს, თუმცა ადვოკატების განცხადებით, ექსპერიმენტში ჩართვა საკუთარი სურვილით გადაწყვიტეს. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმეში არსებული ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებები ტყუილია.

აღნიშნულ ექსპერიმენტთან დაკავშირებით, გიორგი შაქარაშვილის ბიძა და შაქარაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი, მირიან ნიკოლაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"დღემდე არც ერთხელ არ მიმიცია შეფასება დაცვის მხარის პოზიციებისთვის, რადგან ვთვლი, რომ მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, უნდა ვაჯობო საკუთარ თავს და დავიცვა პროფესიულ-ეთიკური გარემოებები (რომელიც დღევანდელი ამპლუიდან გამომდინარე, არ მევალება).

თუმცა, იმედია, კითხვის დასმას ვერავინ ამიკრძალავს.

1. როგორც მე მივხვდი, გამოძიების მიერ მოწმე ი.ბრეგვაძესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ იგი მშენებარე შენობის აივნიდან ხედავდა, როგორც "ტოიოტა"-ს ადგილზე მისვლის, ასევე მასში მსხდომი პირების გამოდევნების გარკვეულ არეალს და არა სახეებს ან სხვა დეტალურ გარემოებებს (წინააღდეგ შემთხვევაში, უნდა ჩატარებულიყო სავალდებულო საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაც). რა დადასტურდა დაცვის მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტით?

ნათლად გამოჩნდა და უპირობოდ დადასტურდა, რომ ი.ბრეგვაძეს შეეძლო უპრობლემოდ დაენახა სწორედ ის, რაც მის ჩვენებაში აისახა - ანუ მანქანიდან გადმოსული მგზავრების რაოდენობა, მოძრაობის ტრაექტორია და არა გარეგნობა, ჩაცმულობა და სხვა. თუ ასე არაა და მხედველობა მატყუებს, შემისწორეთ.

2. არსებობს ორი უტყუარად დადასტურებული გარემოება (ერთი - ოჯახის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, მეორე - გამოძიების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმეტი), რომ ღამით არაგვის ფერდობზე ჩარბენა შესაძლებელია ყოველგვარი უმცირესი დაზიანებების გარეშე.

რა დადასტურდა დაცვის ექსპერიმენტით? - სრული კაპიტულაცია დაუჯერებელი მიზეზით.

მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ხელს გვიწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში და ყოველდღიურად გვარწმუნებს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება უკვე დადგენილია!

P.S რაღა დაგიმალოთ და, სასიამოვნოდ გაოცებული კი გახლავარ(თ)..."- წერს მირიან ნიკოლაძე.

კიბერშეტევა ლუგარზე: უკანონოდ მოპოვებული დოკუმენტაციის ნაწილი ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე

"ლუგარის ლაბორატორიაში დაცული დოკუმენტაციის  გამოყენების მიზნით, უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა" - შსს

სხეულზე არსებული დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს სიკვდილამდე 10 - დან  20 წუთის ინტერვალის ფარგლებში მიაყენეს - პროკურატურის განცხადება