ავტორი:

"ვერ გეტყვით ვინ მეხმარება, ჩემი ყოფილი კოლეგები, ხმის დაშიფვრის ოფიცრები არიან" - დაკავებული არასრულწლოვნის მამამ გამოძიება დამოუკიდებლად დაიწყო

"ვერ გეტყვით ვინ მეხმარება, ჩემი ყოფილი კოლეგები, ხმის დაშიფვრის ოფიცრები არიან" - დაკავებული არასრულწლოვნის მამამ გამოძიება დამოუკიდებლად დაიწყო

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ზ.ხ.-ს მამის თამაზ ხომასურიძის ინფორმაციით, მისმა ოჯახმა შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამოუკიდებლად დაიწყო.

როგორც თამაზ ხომასურიძემ ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურასთან განუცხადა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებები ოჯახმა დაიწყო მას შემდეგ, რაც შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს და ის ამ დრომდე გრძელდება.

ხომასურიძის თქმით, ამ საგამოძიებო მოქმედებებით ოჯახი ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი არასრულწლოვანი შვილის ზ.ხ.-ს ბრალეულობა არ იკვეთება გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში.

თამაზ ხომასურიძე ირწმუნება, რომ ის წარსულში რამდენიმე უწყებაში მუშაობდა,მათ შორის, კონტრდაზვერვაში, იუსტიციის სპეცრაზმში და დაზვერვის სპეციალურ დივერსიულ ჯგუფში. მისივე განცხადებით, სწორედ ყოფილი თანამშრომლები ეხმარებიან დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებებში. ამასთან, თამაზ ხომასურიძე თავს იკავებს, დააკონკრეტოს ჩამოთვლილთაგან კონკრეტულად, რომელი უწყებების ყოფილი თანამშრომლები ეხმარებიან მას.

მისი თქმით,საქმეში ჩართულია დაახლოებით 40-ზე მეტი პირი.

თამაზ ხომასურიძის განცხადებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქმეში კონკრეტული ფაქტებია გამოკვეთილი, თუმცა არ აკონკრეტებს, რა ფაქტებზეა საუბარი. ამასთან, თამაზ ხომასურიძე განმარტავს, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ადვოკატი არ არის ინფორმირებული.

თამაზ ხომასურიძის თქმით, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, თუ პროკურატურას შეკითხვები გაუჩნდა არ უპასუხებს, რადგან მიიჩნევს, რომ კანონს არ არღვევს.

"ჩვენს ინტერესებს ვიცავთ, თუმცა ვერ გეტყვით ვინ მეხმარება საგამოძიებო მოქმედებებში.გეტყვით იმას, რომ ჩემი ყოფილი კოლეგები, ხმის დაშიფვრის ოფიცრები არიან ჩართულები. ასე ვთქვათ, სპეციალისტები ჩავნერგე,რომლებსაც სპეციალური სკოლა აქვთ გავლილი. მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილების მქონე,სერიოზული ხალხია,რომლებსაც გამოძიება არ ესწავლებათ, თავის დროზე რუსეთი აგენტებს ავლენდნენ.

თუ რა მეთოდებით ვიკვლევთ საქმეს ვერ გეტყვით, თუმცა ვცდილობთ, რომ კანონი არ დავარღვიოთ. უკვე ვართ იმ ეტაპზე, რომ ჩვენთვის ყველაფერი ნათელია. ახლა,ვაგროვებთ მტკიცებულებებს. რომ გითხრათ იმის შესახებ, თუ რა მოქმედებებს ვატარებთ, შეიძლება, აქედან ხელბორკილებით წამიყვანონ. ჩანერგილი გვყავს ხალხი ყველასთან ვინც საქმეშია.

გამოკვეთილია ის, რომ ამირხანაშვილი და შაქარაშვილი ერთად იმალებოდნენ ფერადი შენობის უკან. უნდა დავაზუსტოთ ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი, თუ ის მოკლეს. ვინ მეხმარება,ნუ მკითხავთ, მაგას არავის ვეტყვი“,- განაცხადა ხომასურიძემ.

ბაღების მუშაობის ახალი პროტოკოლი - პროგრამაში შევიდა ახალი თამაშები, აიკრძალა მშობლების დაშვება და შეიცვალა ბავშვის გამოყვანის წესი

"ჩემს ქვევრს თანატოლი მსოფლიოში არ ჰყავს, არც მის ტევადობას აქვს ანალოგი" - გაიცანით ოსტატი მექვევრეების ყველაზე ცნობილი სოფლიდან

"ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე იაკობმა