ავტორი:

ბინები ვენესუელაში, რუსეთში, კანარის კუნძულებზე  - ვინ არიან ქართველი დეპუტატები, ვინც უძრავ ქონებას უცხო ქვეყნებში ფლობენ

ბინები ვენესუელაში, რუსეთში, კანარის კუნძულებზე  - ვინ არიან ქართველი დეპუტატები, ვინც უძრავ ქონებას უცხო ქვეყნებში ფლობენ

AMBEBI.GE დაინტერესდა, საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატების ვინაობით, რომლებიც უძრავ ქონებას ფლობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქონებრივი დეკლარაცია ამ მხრივ აქვს პარლამენტარ ვალერი გელაშვილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნებას“ წარმოადგენს.

გელაშვილი ფლობს უძრავ ქონებას ვენესუელაში.

1. 310 000 აშშ დოლარად ღირებული 165 კვ.მ. საცხოვრებელს, მარგარიტის კუნძულზე.

2. 6 700 000 აშშ დოლარად შეფასებულ 52800 კვ.მ უძრავ ქონებას ასევე მარგარიტას კუნძულზე.

ვალერი გელაშვილის მეუღლე დანგუოლე გელაშვილს კი ლიეტუვაში, კერძოდ, ვილნიუსში აქვს 720 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი, რომელიც პარლამენტარის მეუღლემ 500 000 აშშ დოლარად შეიძინა.

დეპუტატ პაატა კვიჟინაძეს, რომელიც პარლამენტში "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს, საცხოვრებელი აქვს რუსეთში. მისი 53 კვ.მ ფართობის ბინა მოსკოვში, ტუხაჩევსკის ქუჩაზე მდებარეობს. დეპუტატმა იგი 40000 აშშ დოლარად შეიძინა. იგი ასევე არის 100000 აშშ დოლარად შეფასებული 107 კვ.მ. საცხოვრებლის მეპატრონე მოსკოვში.

დეპუტატი რუსეთში ასევე ფლობს 200 000 და 5000 აშშ დოლარის ღირებულების საცხოვრებლებს.

რაც შეეხება ოპოცზიციონერ დეპუტატებს, ამ მხრივ ყველაზე საინტერესო დეკლარაცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრ კობა ნაყოფიას აქვს. პარლამენტარი ესპანეთში, კანარის კუძულებზე ფლობს 300 კვ.მ. საცხოვრებელს. (ესპანეთი, კანარის კუნძულები, ჩაიოფა, ვილა 11 ბ), რომელშიც ნაყოფიამ 50 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

მას უძარვი ქონება აქვს ასევე რუსეთი. მოსკოვში, კაშერსკოე შოსე #55- ში 55 კვ.მ ფართის ბინა, რაც ნაყოფიამ 56 000 აშშ დოლარად შეიძინა.

დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ სალომე სამადაშვილს სახლი აქვს ირლანდიაში. 70 კვ.მ ფართის საცხოვრებელში მან 80 000 ევრო გადაიხადა.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - 43 დღე არჩევნებამდე; საარჩევნო მარათონი; ლარის ვარდნა

ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

არჩევნების დღეს ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე, რომლის მოხსნა უბანზე ორჯერ, მცირე დროით მოუწევს