ავტორი:

24 აგვისტოდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ელიზაბეტ ჯილბერტის "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" გამოვა

24 აგვისტოდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ელიზაბეტ ჯილბერტის "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" გამოვა

24 აგვისტოდან გაზეთ "კვირის პალიტრის" მკითხველი სპეციალურ ფასად ელიზაბეტ ჯილბერტის რომანს "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გადაწყვიტა, ბოლო წლების ბესტსელერები უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა, რათა მეტ მკითხველს ჰქონდეს შესაძლებლობა, გაეცნოს ამ პოპულარულ ლიტერატურას.

ამისთვის ტარდება გამოკითხვა, რომლის მეშვეობითაც, მკითხველი თავად ირჩევს, თუ რომელი წიგნის შეძენა სურს პრესასთან ერთად, ფასდაკლებით.

მკითხველის ამჟამინდელი რჩეულის სპეციალური ფასია 8,50 ლარი, გაზეთთან ერთად - 10,00 ლარი.

ელიზაბეტ ჯილბერტს კარგად იცნობს თანამედროვე ლიტერატურის მკითხველი. მწერალი რამდენიმე წელს ჟურნალისტად მუშაობდა. ამ პერიოდში დაწერილი მისი სადებიუტო მოთხრობა „პილიგრიმები“ 1993 წელს „Esquire“- ში, ერთ-ერთ ავტორიტეტულ ჟურნალში დაიბეჭდა. ეს ახალგაზრდა ავტორის უდავო აღიარება იყო.

2000-იანი წლების შუახანებში მის პირად ცხოვრებაში კრიზისი დაიწყო, რასაც განქორწინება მოჰყვა და მწერალი ხანგრძლივ მოგზაურობაში წავიდა, რომლის შედეგია მისი ავტობიოგრაფიული რომანი „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ _ დღეს უკვე საყოველთაოდ აღიარებული ბესტსელერი სულიერ ძიებებზე, სიყვარულსა და მეგობრობაზე. ამ რომანის მოვლენებსა და ფილოსოფიურ იდეებს არაერთი სტატია თუ გადაცემა მიეძღვნა, მათ შორის ლეგენდარული ოპრა უინფრის შოუს ერთდროულად ორი გამოშვება. გადაიღეს ფილმიც, რომელშიც მთავარ გმირებს ჯულია რობერტსი და ხავიერ ბარდემი განასახიერებენ.

2001 წელს ელიზაბეტ ჯილბერტი ჩვენი დროების 100 ყველაზე გავლენიანი სულიერი ლიდერების რიცხვში შეიყვანეს.

სპეციალურად "კვირის პალიტრის" მკითხველისათვის "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" განახლებული ყდის დიზაინით გამოვა.

იკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მე-18)

"ფენიქსის" ავტორები ბათუმსა და ოზურგეთში ადგილობრივ მკითხველს შეხვდნენ

20 აგვისტოდან ჟურნალ "გზასთან“ ერთად თანამედროვე ავტორის იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია“ გამოვა