ავტორი:

კახეთის პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც პანკისში მამა-შვილს შორტების გამო სცემა

კახეთის პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც პანკისში მამა-შვილს შორტების გამო სცემა

კახეთის პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც პანკისში მამა-შვილს შორტების გამო სცემა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი - 1998 წელს დაბადებული ი.ფ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა.

მომხდარ ფაქტზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაპირისპირებაში მონაწილე 1 პირი ი.ფ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე იქნა დაკავებული. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით. ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. გაზიარება| საბეჭდი ვერსია" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ქუჩაში შორტებით გასვლის გამო პანკისში მამა-შვილს სცემეს. გელა წელაურსა და მის არასრულწლოვან შვილს თავს სოფელ ყვარელწყლის გადასახვევთან მდებარე კაფესთან დაესხნენ. მიზეზი ის გახდა, რომ მამა და მისი 16 წლის შვილი შორტებით იმყოფებოდნენ.

"სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი ჰქონდა თან... ახლა დიდი ემოციური ფონი აქვს" - რას ამბობს "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელზე ადვოკატი?

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

მკვლელობა ქობულეთში - ძმამ ძმა სანადირო თოფით მოკლა