ავტორი:

22 აგვისტოდან "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში კვირეული - "მოემზადე სკოლისთვის" იწყება

22 აგვისტოდან "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში კვირეული - "მოემზადე სკოლისთვის" იწყება

22 აგვისტოდან "ბიბლუსის" ყველა მაღაზიაში კვირეული "მოემზადე სკოლისთვის" იწყება. გამომცემლობა "პალიტრა L-მა" "ბიბლუსთან" ერთად, გადაწყვიტა, სკოლებში სწავლის დაწყებამდე, წიგნები უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა. კვირეულის ფარგლებში, 30%-დან 50%-მდე ფასდაკლება იმოქმედებს.

კვირეულის განმავლობაში წარმოდგენილ ფასდაკებულ წიგნთა ჩამონათვალში შედის, როგორც შემეცნებითი, ასევე მხატვრული ლიტერატურა. მკითხველი წიგნების ფასდაკლებით შეძენას შეძლებს სერიებიდან: "მოემზადე სკოლისთვის", "მოსწავლის არჩევანი", "ლიბერქიდსი", "ლიბერთინსი". სიაში შედის, ასევე, დისნეის სერია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა საკანცელარიო ნივთების ნაკრებს, ფაზლებს, გასაფერადებლებს, გონების სავარჯიშოებს.

გთავაზობთ წიგნების სიას, რომლებზეც კვირეულის "მოემზადე სკოლისთვის" განმავლობაში ფასდაკლება იმოქმედებს: https://bit.ly/2FNorQ1

დღეს "რუსთავი2“ - ზე  "ლოტო 6/42“-ის ბოლო გათამაშება გაიმართება

როგორია საწვავის ფასები შეზღუდვების მოხსნიდან 2 თვის შემდეგ?

"ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მომხმარებლისთვის სპეციალური შეთავაზებები გრძელდება