ავტორი:

"ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა" - ირმა ჭკადუა ბასილაშვილის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს

"ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა" - ირმა ჭკადუა ბასილაშვილის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ( PHR)აცხადებს, რომ პროკურატურამ მათი მოთხოვნა გაიზიარა და ჩოგბურთელ, ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმა. მათი განცხადებით, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამ საკიტხს სოციალური ქსელით გამოეხმაურა ნიკოლოხ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა:

"ამერიკის ცინცინატის ღია პირველობამდე, ორი დღით ადრე, მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა მსოფლიოს 27-ე ჩოგანზე.

დღეს, მედია საშუალებებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინაღმდეგ, მორიგი აბსურდული ინფორმაცია გაავრცელეს ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა, რაზეც, გვსურს, მცირე განმარტება გავაკეთოთ:

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საუბარი, ბასილაშვილის წინაღმდეგ “ბრალის დამძიმების” შესახებ, არის მორიგი სპეკულაცია და ემსახურება სპორტსმენის იმიჯის შელახვას. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ რეალურად, პროკურატურაში, ბასილაშვილის წინააღმდეგ, ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა.

რადგან გამოძიების პირველ ეტაპზე, წაყენებული ბრალის მოხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით, ეს პატიმრობის ვადა, 2 წლამდე შემცირდა.

შესაბამისად, გაურკვეველია რას გულისხმობენ, ბრალის დამძიმებაში, ნელი დოროყაშვილის ადვოკატები.

რაც შეეხება, გენდერული და სხვა ნიშნით ძალადობას, აღნიშნული ბრალდება, არის დამყარებული მხოლოდ ერთი ადამიანის - ნელი დოროყაშვილის ჩვენებაზე და არის მისი სუბიექტური შეფასება, რადგან საქმეში არ მოიპოვება არცეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური ან მორალური ძალადობის ფაქტს".

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც 65 წლის ქალზე ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა

"მაშველები, რომლებიც დაგვეხმარნენ, არ ამბობენ მთავარს, რომ იქ ფიზიკური შეურაცხყოფა იყო" - რა თქვა ვახო სანაიამ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ

"უნდათ იმ ინფორმატორის დადგენა, რომელმაც გადაწყვიტა სისტემა ემხილებინა" - რას ამბობს ნოდარ მელაძე პროკურატურის განცხადებაზე?