ავტორი:

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ადასტურებს, რომ თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ადასტურებს, რომ თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ადასტურებს, რომ თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„თურქეთმა შავ ზღვაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა,“- განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ენერგეტიკულ რესურსებს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„გარდა იმისა, რომ ენერგეტიკული რესურსები განვითარების აუცილებელი ელემენტია, ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ახლად აღმოჩენილი მარაგი, 320 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივ აირს მოიცავს.

ცნობისათვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის აღმოაჩინა.