ავტორი:

"ორგანიზმში არ არის ალკოჰოლი ან ფსიქოაქტიური ნივთიერება, აღმოჩენილია 4 სახის მედიკამენტი" - ახალი დეტალები ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზაზე

"ორგანიზმში არ არის ალკოჰოლი ან ფსიქოაქტიური ნივთიერება, აღმოჩენილია 4 სახის მედიკამენტი" - ახალი დეტალები ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზაზე

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მიხედვით, მის სისხლში ალკოჰოლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების კვალი არ ფიქსირდება.

დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილის სხეულში მხოლოდ წნევის დამწევი საშუალების, ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების შემცველობა ფიქსირდება.

დასკვნაში წერია, რომ სისხლში ალკოჰოლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების კვალი არ ფიქსირდება, თუმცა ამოვიდა გარკვეული მედიკამენტების კვალი. უფრო კონკრეტულად კი, ესენია წნევის დამწევი საშუალების, ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების შემცველობა. შუალედურ დასკვნაში მედიკამენტების დოზა მითითებული არ არის და ის სავარაუდოდ, დოკუმენტის საბოლოო პასუხში ჩაიწერება.

შუალედური დასკვნის მიხედვით, ცხედრიდან ამოღებულია ეთილის სპირტის კვალიც და მითითებულია, რომ ეს შესაძლოა, ცხედრის ლპობით ყოფილიყო გამოწვეული.

ექსპერტიზის შულედურ დასკვნაში ვკითხულობთ:

"ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თამარ ბაჩალიაშვილის გვამიდან აღებული ბიოლოგიურ ობიექტებში - კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი აღმოჩნდა B ერთი ადრენორეცეპტორების ბლოკატორი მეტოპროროლი, H ერთი ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი დოქსილამინი, C რეცეპტორების ადრენომიმეტური საშუალება, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება იბუპროფენი, ეთილის სპირიტი 0,39% (კუნთი), 0,28% (ღვიძლი), სავარაუდოდ, გვამური ლპობის შედეგად არ აღმოჩნდა მეთილის და იზოპროპილის სპირტები”.

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შემდეგ გამოქვეყნდება ბიოლოგიური, ობიექტური, რაოდენობრივი ანალიზის შედეგები, რომლითაც უნდა დადგინდეს, რამ გამოიწვია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება.

მისივე ინფორმაციით, თვის ბოლოს საქართველოში უცხოელი ექსპერტებიც ჩამოვლენ, რომლებიც ექსპერტიზიის დასკვნას გადაამოწმებენ.

"ბიოლოგიური, ობიექტური, რაოდენობრივი ანალიზის შედეგები მოგვიანებით იქნება. ამ ანალიზებით უნდა დადგინდეს, რა წამალი რას ემსახურება და რა შედეგი შეიძლება გამოეღო და რით დადგა სიკვდილი", -განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე განმარტებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში, ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ტოქსიკური ნივთიერება აღმოჩენილი არ არის. თუმცა აღმოჩენილია 4 სახის მედიკამენტი.

"ეს არის შუალედური დასკვნა, რომლის თანახმადაც, თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში, კუჭში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, ნაწლავში თურკმელში არ არის არანაირი ალკოჰოლი, არ არის არანაირი ნარკოტიკული ნივთიერება, ფსიქოაქტიური ნივთიერება, ფსიქოტროპული, ტოქსიკური ან სხვა ნივთიერების კვალი. აღმოჩენილია 4 სახის მედიკამენტი, მაგრამ ეს რა რაოდენობითაა დაუდგენელია. ეს ჩვეულებრივი წამლებია", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"თამარმა იანვარში შეიძინა ელექტროშოკი, იმ მომენტში ნორვეგიაში მყოფ ქართველს ესაუბრებოდა" - ბაჩანა ლობჟანიძე

"სიკვდილის წინ დავწერ წერილს და ყველაფერს მოვყვები" - რას უკავშირებს ენზელ მკოიანი ძმის მანქანის აფეთქებას და რატომ საყვედურობს პროკურატურას

"ექსპერტიზის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას" - პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე