ავტორი:

ნაირა კანალდია, რომელსაც აფხაზეთის ომის ყველაზე მძიმე ამბავი უკავშირდება, გარდაიცვალა

ნაირა კანალდია, რომელსაც აფხაზეთის ომის ყველაზე მძიმე ამბავი უკავშირდება, გარდაიცვალა

ნაირა კანალდია, რომელსაც აფხაზეთის ომის ყველაზე მძიმე ამბავი უკავშირდება, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი რაულ ქირია ავრცელებს.

"ეს ქალბატონი ნაირა კალანდიაა და ალბათ, ძალიან ბევრმა იცის შემზარავი ამბავი, რომელიც მას უკავშირდება - აფხაზეთის ომის დროს მტრის მხარეს მებრძოლმა კაზაკმა მას შვილის თვალი გადააყლაპა... აფხაზეთის იძულებით დატოვების შემდეგ ყოველ წელს, 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს ნაირა კალანდია გმირთა მემორიალთან ისედაც დაუვიწყარ ტკივილს - აფხაზეთის დაკარგვას, კიდევ მეტი სიცხადით გვახსენებდა ყველას.

მე მას ვიცნობდი, მახსოვს როგორი გულანთებული ელოდებოდა აფხაზეთში დაბრუნებას, თუმცა... ქალბატონი ნაირა გარდაიცვალა, ვწუხვარ, ვუსამძიმრებ მისი ახლობლებს, ყველას, ვინც იცნობდა, ვისაც ახსოვდა. ის იყო ერთგვარად აფხაზეთის სიმბოლო და ჩემს მსგავსად კიდევ ბევრს ალბათ, ნაირა კალანდია ყოველი წლის 27 სექტემბერს სევდით, ტკივილით და მაინც იმ იმედით გაახსენდება, რომელიც მას ბოლო წუთამდე არ დაუკარგავს... " - წერს ქირია.

სოხუმის დაცემის შემდეგ ქალბატონი ნაირა და მისი ოჯახი ტყვეობაში აღმოჩნდნენ. 17 წლის ნუკრი გერგედავა დედის თვალწინ დახვრიტეს, ქალბატონი ნაირა კი სასტიკად აწამეს. ამ სატანჯველის გამოვლის მიუხედავად, ინგირამდე ჩამოაღწია და აფხაზეთის მიწასა და სისხლში აზელილი შვილის ცხვირის ხრტილი თან წამოიღო. დედის თხოვნით, ნუკრი გერგედავას სხეული მისმა აფხაზმა მეგობრებმა სოფელ ვარჩეში დაკრძალეს.

დუშეთში მიკროავტობუსი კლდიდან გადავარდა - წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი

საცობი ბათუმის შესასვლელთან და დატბორილი ქუჩები - რა ხდება ქალაქში (ფოტოები სოციალური ქსელიდან)

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა