ავტორი:

გურამ ფალავანდიშვილმა სექსუალურ განათლებაზე გრაფიტი დააზიანა - "ადამიანმა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ხომ უნდა შეძლო?"

გურამ ფალავანდიშვილმა სექსუალურ განათლებაზე გრაფიტი დააზიანა - "ადამიანმა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ხომ უნდა შეძლო?"

გურამ ფალავანდიშვილმა ქობულეთში, სქესობრივ განათლებაზე გრაფიტი დააზიანა. გავრცელდა ამის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ფალავანდიშვილი შავი სპრეით შლის მისთვის მიუღებელ ტექსტს და ამბობს, რომ მერი, რომელმაც ამის დაწერა დაუშვა "საცემია" და ის უნდა გადადგეს.

"სექსუალური განათლება არ არის მხოლოდ სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული. ეს არის კომპლექსი, რომელშიც შედის ღირებულებები, უფლებები, სამედიცინო საკითხები, უსაფრთხოება, ემოციები", - დაზიანებულ გრაფიტზე გაკეთებული ეს ტექსტი ფალავანდიშვილის მტკიცებით, საზიანოა ბავშვებისთვის.

ქალთა ფონდისა და GrlzWave-ის (მედიაპლატფორმა, რომელიც ეხება ქალების გაძლიერებას საქართველოში) საერთო პროექტის, შეიმეცნეს ფარგლებში სექსუალურ განათლების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად მსგავსი გრაფიტი საქართველოს რამდენიმე ქალაქში დაიხატა. როგორც GrlzWave -ის წარმომადგენელი ambebi.ge-სთან საუბარში განმარტავს, მათ გააკეთეს გრაფიტები ქალთა სქესობრივ-რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ამისთვის ოფიციალური ნებართვაც აქვთ აღებული.

"ჩვენი პროექტი ქალთა ფონდის მხარდაჭერას და ქალთა რეპროდუქციულ და სქესობრივი ჯანმრთელობის ამაღლებას შეეხება. შეიმეცნეს პროექტის ფარგლებში გავაკეთეთ რამდენიმე ვიდეო და მსგავსი გრაფიტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში - თბილისში, ბათუმში, ქობულეთში და კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას. ქობულეთში ამ გრაფიტს ფალავანდიშვილის და მისი მხარდამჭერების მხრიდან რეაქცია მოჰყვა. სასაცილოა, რასაც იგი ვიდეოში ამბობს. ადამიანმა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ხომ უნდა შეძლო?

გრაფიტზე ის წერია, რომ სექსუალური განათლება არ არის მხოლოდ სექსუალური ურთიერთობა. სავარაუდოდ, მან მხოლოდ სიტყვა - სექსუალური ამოიკითხა და დანარჩენს მისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა. ბევრი გამოგვეხმაურა, წერენ, ჯერ ტექსტი წაიკითხოს და მერე წაშალოსო. მისი პოზიცია და იდეოლოგია ზოგადად გასაგებია, მაგრამ ამ იდეითაც არასწორად იქცევა იმიტომ, რომ დედააზრს ვერ ჩაწვდა. იშვიათია მსგავსი რეაქციები, პირიქით, მადლობებს გვიხდიან, როგორც წესი. ქობულეთში მთელი დღე ვხატავდით და ვმუშაობდით გრაფიტზე, ბევრი მოდიოდა, მადლობას გვიხდიდა და გვეუბნებოდა, მადლობა, რომ გვილამაზებთ აქაურობასო. ან რა საჭიროა მერის ლანძღვა და მუქარა, როცა ის არაფერ შუაშია? ამ პროექტის გაკეთებისთვის დიდი ხარჯი გავიღეთ და გვაქვს ოფიციალური ნებართვაც. მაპატიონ ზოგიერთებმა, მაგრამ ეს ვიდეო იმის დასტურია, რომ არა მარტო მოზარდებმა, მოზრდილებსაც ჰმართებთ აიმაღლონ ცნობიერება ამ კუთხით - უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს სექსუალური ურთიერთობა, რისთვისაა საჭირო და სადამდე შეიძლება მიგიყვანოს ამ სფეროში გაუნათლებლობამ”.

გრაფიტი დაზიანების შემდეგ

კითხვაზე, თუ რა ზომების მიღებას აპირებს GrlzWave, ორგანიზაციის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ სამართალდამცველი უწყებისთვის ჯერ არ მიუმართავთ, თუმცა აქვთ მათთან კომუნიკაცია, რაც მთავარია, აქვთ მტკიცებულება ვიდეოჩანაწერის სახით, რომელიც განზრახ სხვისი ქონების დაზიანებას ადასტურებს.

ვიდეოჩანაწერში გურამ ფალავანდიშვილი საუბრობდა იმაზეც, რომ დაჯარიმების არ ეშინია: "მე წავშალე და მე დამაჯარიმეთ. მაგათ დავაჯარიმებთ ჩვენ, თავიანთ კაბინეტებში დავაჯარიმებთ. ეგ უნდა იჯდეს ციხეში... ქალაქის მერიამ დამირეკოს მე, გურამ ფალავანდიშვილი ვარ მე და ამ სიბინძურეს ვშლი".

"საშინელება ტრიალებს...უმეტესობა ახალგაზრდაა", - რას ჰყვება შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიაზე თვითმხილველი?

დუშეთში მიკროავტობუსი კლდიდან გადავარდა - წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი

საცობი ბათუმის შესასვლელთან და დატბორილი ქუჩები - რა ხდება ქალაქში (ფოტოები სოციალური ქსელიდან)