ავტორი:

ფოტოები ბათუმიდან, სადაც ძლიერმა წვიმამ სახლები და ქუჩები დატბორა

ფოტოები ბათუმიდან, სადაც ძლიერმა წვიმამ სახლები და ქუჩები დატბორა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად გრიბოედოვისა და ბაგრატიონის ქუჩებზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები.

მოსახლეობა ამბობს, რომ ყოველი ძლიერი წვიმისას ნალექი საცხოვრებელ სახლებში აღწევს, რის გამოც ბათუმის მერიას სანიაღვრე არხების მოწესრიგებას სთხოვენ.

როგორც შპს "ბათუმის წყალში" განაცხადეს, აღნიშნულ ლოკაციაზე მათი თანამშრომლები იმყოფებიან და ასევე წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ბათუმში გადაუღებლად წვიმს, ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

საცობი ბათუმის შესასვლელთან და დატბორილი ქუჩები - რა ხდება ქალაქში (ფოტოები სოციალური ქსელიდან)

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა

როდის გამოიდარებს საქართველოში - ამინდის პროგნოზი